დუმაში პრინც ჰარის უკრაინაში ვიზიტი კაციჭამიურ ჟესტად შეაფასეს

© AFP 2024 / JEREMY SELWYN
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2025
გამოწერა
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ბრიტანეთის პრინც ჰარის ვიზიტი უკრაინის ჰოსპიტალში კაციჭამიობის ჟესტად შეიძლება შეფასდეს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ტომლაჩევმა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინელებს ომს აიძულებენ და შესაბამისად, ირიბად არიან დაკავშირებული ადამიანების დასახიჩრებასთან.
„პრინც ჰარის ჰოსპიტალში მისვლა საერთოდაც კაციჭამიურ ჟესტად შეიძლება შეფასდეს. იმიტომ, რომ სწორედ ბრიტანეთია ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც კიევს ბოლო უკრაინელამდე ომის წარმოებას აიძულებს. ანუ, ჰარი ირიბად არის იმათ დაჭრასა და დასახიჩრებაში, ვისაც ჰოსპიტალში ეხუტებოდა“, — თქვა ტოლმაჩევმა.
ბრიტანეთის პრინცი ჰარი უკრაინას წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია და ლვოვის ერთ-ერთ კლინიკაში მივიდა. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინა დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0