https://sputnik-georgia.com/20250411/papuasvili-didi-britanetis-mier-dawesebuli-sanqciebi-da-kezerasvilis-sefareba-kitxvebs-acens-292869890.html
პაპუაშვილი: ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები და კეზერაშვილის შეფარება კითხვებს აჩენს
პაპუაშვილი: ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები და კეზერაშვილის შეფარება კითხვებს აჩენს
Sputnik საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო კიდევ ოთხი ქართველი ჩინოსანი დაასანქცირა 11.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-11T20:10+0400
2025-04-11T20:10+0400
2025-04-11T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272321257_0:0:3329:1873_1920x0_80_0_0_925a68473cb5aee1c3330ad712a1ce06.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღება კითხვებს აჩენს დაუსწრებლად მსჯავრდებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაფარვის ფონზე, რომელიც „შავ ფულს“ იყენებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.დიდმა ბრიტანეთმა ხუთშაბათს კიდევ ოთხი ქართველი ჩინოსანი დაასანქცირა ადამიანის (მომიტინგეებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციის ლიდერების) უფლებების დარღვევის გამო. სანქციები გავრცელდა შემდეგ პირებზე: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი.ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას, აღნიშნა მან.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კეზერაშვილი საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" აფინანსებს. როგორც პაპუაშვილმა ადრე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად სვამს კითხვას, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ევროკავშირის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიით „რადიკალური ოპოზიციის“ დაფინანსების სანაცვლოდ. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ეჭვების გაქარწყლება მხოლოდ საქართველოში მის ექსტრადიციას შეუძლია.პაპუაშვილმა ასევე დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში და პროფესიული ეთიკის დარღვევაში.პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას.მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას, აღნიშნა მან.„26 ოქტომბერს, ნაცმოძრაობასთან ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების ქნევაც ამის კარგი დასტურია“, - დაწერა პაპუაშვილმა.ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობაში“ გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე-პარტიებს. ეს პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ხელახალ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272321257_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5e67e020879451c012048b2d6c09c3a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , დიდი ბრიტანეთი
პაპუაშვილი: ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები და კეზერაშვილის შეფარება კითხვებს აჩენს
დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო კიდევ ოთხი ქართველი ჩინოსანი დაასანქცირა
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღება კითხვებს აჩენს დაუსწრებლად მსჯავრდებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაფარვის ფონზე, რომელიც „შავ ფულს“ იყენებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
დიდმა ბრიტანეთმა ხუთშაბათს კიდევ ოთხი ქართველი ჩინოსანი დაასანქცირა ადამიანის (მომიტინგეებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციის ლიდერების) უფლებების დარღვევის გამო. სანქციები გავრცელდა შემდეგ პირებზე: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი.
„რაც შეეხება სანქციებს. დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები“, - წერს პაპუაშვილი.
ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას, აღნიშნა მან.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კეზერაშვილი საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" აფინანსებს. როგორც პაპუაშვილმა ადრე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად სვამს კითხვას, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ევროკავშირის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიით „რადიკალური ოპოზიციის“ დაფინანსების სანაცვლოდ. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ეჭვების გაქარწყლება მხოლოდ საქართველოში მის ექსტრადიციას შეუძლია.
პაპუაშვილმა ასევე დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში და პროფესიული ეთიკის დარღვევაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას.
„ეს იყო "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის" დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. "ვენის კონვენციის" დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას, აღნიშნა მან.
„26 ოქტომბერს, ნაცმოძრაობასთან ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების ქნევაც ამის კარგი დასტურია“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობაში“ გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე-პარტიებს. ეს პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ხელახალ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.