https://sputnik-georgia.com/20250411/imeretsi-tvitnaketi-saxrxi-saamqro-gamoavlines-292864369.html
იმერეთში თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს
იმერეთში თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო ზესტაფონის საქმიან ეზოშია გადატანილი. 11.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-11T12:27+0400
2025-04-11T12:27+0400
2025-04-11T12:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს ეროვნული სააგენტო
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/50/237175037_1:0:998:561_1920x0_80_0_0_0b71ef9ecdeec549f13a18fcd855c53d.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს, განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). მისი თქმით, სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები ბაღდათის მუნიციპალიტეტში პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/50/237175037_126:0:874:561_1920x0_80_0_0_011253ac4f51b767bcd0b6122fc20642.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს ეროვნული სააგენტო, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს ეროვნული სააგენტო, იმერეთი
იმერეთში თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო ზესტაფონის საქმიან ეზოშია გადატანილი.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს, განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
„გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში", - განაცხადა კახა ცერცვაძემ.
მისი თქმით, სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები ბაღდათის მუნიციპალიტეტში პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.