https://sputnik-georgia.com/20250410/saqartvelosi-axali-piradobis-mowmobebi-292850086.html
როდის დაიწყება საქართველოში ახალი პირადობის მოწმობების და პასპორტების გაცემა
როდის დაიწყება საქართველოში ახალი პირადობის მოწმობების და პასპორტების გაცემა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ახალი ტიპის პირადობის მოწმობები და პასპორტები საქართველოში 2025 წლის ივნისიდან გაიცემა - შესაბამისი ბრძანებები იუსტიციის... 10.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-10T11:19+0400
2025-04-10T11:19+0400
2025-04-10T11:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894965_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_c943c93008ba019f22f9345bdad3187c.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ახალი ტიპის პირადობის მოწმობები და პასპორტები საქართველოში 2025 წლის ივნისიდან გაიცემა - შესაბამისი ბრძანებები იუსტიციის მინისტრმა უკვე გამოსცა.გაყალბებისგან უფრო მეტად დაცული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემა 4 ივნისს დაიწყება. ამ თარიღამდე გაცემული პასპორტები და პირადობის მოწმობები თავისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე იმოქმედებს.იუსტიციის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და პერსონალური მონაცემები, რომლებიც დოკუმენტში იქნება შეტანილი.საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრული პასპორტების თითოეული გვერდის დიზაინიც შეიცვლება. განსაკუთრებული ნიშანი იქნება პასპორტის ბოლო გვერდზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ნოტები.პირადობის მოწმობებში, დაცვის დამატებითი საშუალებების გარდა, გაჩნდება QR კოდი, რომლითაც შესაბამისი ორგანოები პასპორტის ნამდვილობას და მფლობელის მონაცემების შეამოწმებენ.საქართველოს მოქალაქეების პასპორტებში მითითებულია მხოლოდ სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი. დოკუმენტებში არ არის მითითებული არც მამის სახელი, არც რეგისტრაციის ადგილი.მოქალაქეს დოკუმენტის აღება შეუძლია იუსტიციის სახლში ან სამოქალაქო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციისა.არანაირი დამატებითი დოკუმენტების ან ფოტოების წარდგენა არ არის საჭირო. დაბადების მოწმობა სჭირდება მხოლოდ მათ, ვინც პირველად იღებს მოწმობას. დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება ელექტრონულად ადგილზევეა შესაძლებელი.საბუთები გაიცემა განაცხადის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და ყველაფრის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს. პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894965_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_fad0e9faf7717f00b6274a1adc1a9434.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ახალი ტიპის პირადობის მოწმობები და პასპორტები საქართველოში 2025 წლის ივნისიდან გაიცემა - შესაბამისი ბრძანებები იუსტიციის მინისტრმა უკვე გამოსცა.
გაყალბებისგან უფრო მეტად დაცული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემა 4 ივნისს დაიწყება. ამ თარიღამდე გაცემული პასპორტები და პირადობის მოწმობები თავისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე იმოქმედებს.
იუსტიციის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და პერსონალური მონაცემები, რომლებიც დოკუმენტში იქნება შეტანილი.
საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრული პასპორტების თითოეული გვერდის დიზაინიც შეიცვლება. განსაკუთრებული ნიშანი იქნება პასპორტის ბოლო გვერდზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ნოტები.
პირადობის მოწმობებში, დაცვის დამატებითი საშუალებების გარდა, გაჩნდება QR კოდი, რომლითაც შესაბამისი ორგანოები პასპორტის ნამდვილობას და მფლობელის მონაცემების შეამოწმებენ.
საქართველოს მოქალაქეების პასპორტებში მითითებულია მხოლოდ სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი. დოკუმენტებში არ არის მითითებული არც მამის სახელი, არც რეგისტრაციის ადგილი.
მოქალაქეს დოკუმენტის აღება შეუძლია იუსტიციის სახლში ან სამოქალაქო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციისა.
არანაირი დამატებითი დოკუმენტების ან ფოტოების წარდგენა არ არის საჭირო. დაბადების მოწმობა სჭირდება მხოლოდ მათ, ვინც პირველად იღებს მოწმობას. დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება ელექტრონულად ადგილზევეა შესაძლებელი.
საბუთები გაიცემა განაცხადის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და ყველაფრის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს. პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.