ვის წინააღმდეგაა მიმართული რუსულ-ტაჯიკური მანევრები პოლიგონ ხარბ-მაიდონზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2025
გამოწერა

რუსეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები ხატლონის ოლქში მიმართულია ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრის გამტკიცებისკენ, სამხედრო საფრთხეების პრევენციისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ტერორისტული აქტივობის გავრცელების აღსაკვეთად.
რუსულ-ტაჯიკური სამხედრო დაჯგუფება 7–11 აპრილს ტაჯიკეთის სამხრეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარე ხატლონის ოლქის მთიან-უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარე პოლიგონ „ხარბ-მაიდონზე“ ანტიტერორისტულ წვრთნებს ახორციელებს. მანევრების ფარგლებში ხდება ეროვნული არმიების საერთო მიდგომების დახვეწა სამხრეთ სტრატეგიულ მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების წარმოების საკითხში.
წვრთნების აქტიური ფაზა სახელმწიფო საზღვრის დაცვის, საზღვრისპირა რეგიონებში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ლიკვიდაციისა და საზღვრის გარღვევის შემთხვევაში, ბანდიტური ჯგუფების განადგურების ამოცანებს ეძღვნება. 201-ე რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებმა, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, გადაადგილება 4 აპრილს დაიწყეს – მათ ტაჯიკეთის მთებში 250 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარეს. სამხედრო და სპეციალური ტექნიკის კოლონებში პოლიგონზე თვითწარმოებით მივიდნენ ტანკები Т-72Б3М, ბТР-82А, რაკეტმტყორცნები „გრადი“ და„ურაგანი“, თვითმავალი ჰაუბიცები „აკაცია“ და სხვა საბრძოლო ტექნიკა.
რუსული კონტინგენტის ბირთვს დაზვერვითი, მოტომსროლელი, სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფები შეადგენენ, აგრეთვე მოიერიშე ვერტმფრენების Ми-24 და საბრძოლო-სატრანსპორტო Ми-8МТВ5-1 ეკიპაჟები. ასევე ჩართულნი არიან კავშირგაბმულობის სპეციალისტები, სადაზვერვო და საბრძოლო FPV-დრონების ოპერატორები, რადიოელექტრონული ბრძოლის მობილური ჯგუფები. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ რუსულ-ტაჯიკური დაჯგუფება სერიოზულად ემზადება საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.
მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, 201-ე სამხედრო ბაზის FPV-დრონების ოპერატორები რეგულარულად (თვეში ერთხელ) ატარებენ სწავლებებს ტაჯიკეთის მთებში. ისინი ფრენებს საბრძოლო დატვირთვით ასრულებენ, ანადგურებენ პირობით მიზნებსა და მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკას. რუსი მოიერიშეები და მათი ტაჯიკი კოლეგები სწავლობენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საყრდენი პუნქტების ოპერატიულად დაკავებას.
ტაჯიკეთის რესპუბლიკის პოლიგონებზე ერთობლივი სამხედრო მანევრები უკვე ტრადიციად იქცა. მდინარე ფიანდჯის სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს, რეგულარულად ტარდება კონტრტერორისტული სწავლებები ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის არმიების მონაწილეობით. ცენტრალური აზიისა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ქვეყნებისთვის საერთო უსაფრთხოების სივრცე მუდმივად ადაპტირდება გარე საფრთხეებთან.
ტაჯიკეთში დისლოცირებული 201-ე სამხედრო ბაზა რუსეთის უმსხვილესი სამხედრო ობიექტია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ის ორ ქალაქში მდებარეობს — დუშანბესა და ბოქთარში. რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაშია მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო, დაზვერვითი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, რადიოქიმიური და ბიოლოგიური დაცვისა და კავშირის ქვედანაყოფები.
მრავალი წელია, ბაზა ინტენსიურად ივსება ახალი შეიარაღებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, ესენია: ათეულობით მოდერნიზებული ტანკიТ-72Б3М, ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2М და ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82А, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემები „კორნეტი“, ყველანაირი ამინდისთვის განკუთვნილი საზენიტო კომპლექსები „ვერბა“, სნაიპერული შაშხანები АСВК-М „კორდ“, ავტომატები АК-12, რეაქტიული ქვეითთა ცეცხლმტყორცნები გაზრდილი რადიუსითა და სიმძლავრით, აგრეთვე ლოგისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის ტექნიკა.
გამარჯვებას ბრძოლის ველზე პროფესიონალები ქმნიან. 201-ე ბაზის მოტომსროლელები რეგულარულად ატარებენ წვრთნებს ტერორიზმთან ბრძოლაში, დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფების თავდასხმების მოგერიებაში, რომლებიც სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის მხრიდან ხორციელდება.და ეს ზედმეტი სიფრთხილეროდია. მდინარე ფიანჯის სამხრეთ ნაპირზე სიმშვიდე ყოველთვის მოჩვენებითია, ხოლო მოწინააღმდეგე, შეიძლება, საკმაოდ ცბიერად გამოიყენებდეს პროქსი-ჯარებს ნებისმიერი მიმართულებიდან. აქ შეგვიძლია, გავიხსენოთ უკრაინასა და სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენები, ასევე 2022 წლის გაზაფხულზე მთიან ბადახშანში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც ტაჯიკეთის ხელისუფლებამ სამართლიანად შეაფასა, როგორც ტერორისტული შეტევა.
საარტილერიო ზალპები ტაჯიკეთის სამხედრო პოლიგონებზე მკაფიო გზავნილია სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებისთვის, რომ ფიანჯისა და ამუდარიის ჩრდილოეთით ისინი გარანტირებულად იქნებიან განადგურებული. „სირიული სცენარი“ აქ არ იმუშავებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ტაჯიკეთს საფრთხეს არა მხოლოდ აბსტრაქტული უცხოელი ჯიჰადისტები უქმნიან, არამედ რეალური თანამემამულეები, ისინი, ვინც წარსული არეულობის წლებში ტერორისტულ ჯგუფებში ირიცხებოდნენ და მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთში, ერაყში, სირიაში და სხვა ცხელ წერტილებში.
შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ გეოგრაფიულად შორს მდებარე დასავლური სახელმწიფოები ზედმეტად აქტიურად იჩენენ ინტერესს ტაჯიკეთისა და მთლიანად ცენტრალური აზიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მიმართ. და ამას აკეთებენ ტრადიციულად მეგობრული რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ფონზე. ამერიკული გამოცემა The Diplomat ტენდენციურად აანალიზებს 31 მარტს ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილ ხუჯანდის დეკლარაციას „მარადიულ მეგობრობაზე“, რომელმაც ოფიციალურად დააფიქსირა სამი რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების შესართავი ფერგანის ხეობაში. სტატიიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს: „საზღვრის განსაზღვრის შეთანხმებები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი დაიდო გარე შუამავლობის გარეშე — რუსეთისა და ჩინეთის რეგიონული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე“.
თითქოსდა, მოსკოვი და პეკინი „ჩაკეტილში“ ამყოფებენ ცენტრალურ აზიას, თითქოს, არ არიან დაინტერესებულები მშვიდობით ან ხელს უშლიან რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. თითქოსდა, ჯიჰადიზმი, ტერორიზმი, ექსტრემიზმი, ნარკოტრაფიკი და სხვა საფრთხეები არ არის სწორედ დასავლეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის შედეგი — სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0