https://sputnik-georgia.com/20250410/jariskacis-konverti-qartveli-shemsruleblebi-konkursis-pinalshi-wardgebian-293186086.html
„ჯარისკაცის კონვერტი“: ქართველი შემსრულებლები კონკურსის ფინალში წარდგებიან
„ჯარისკაცის კონვერტი“: ქართველი შემსრულებლები კონკურსის ფინალში წარდგებიან
Sputnik საქართველო
გალა-კონცერტი, დახურვის ცერემონია და დაჯილდოების ცერემონია 6 მაისს გაიმართება 10.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-10T23:34+0400
2025-04-10T23:34+0400
2025-05-08T20:07+0400
რუსეთი
მეორე მსოფლიო ომი
საქართველო
ახალი ამბები
ქართულ–რუსული ურთიერთობები
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0a/292862136_0:0:3097:1742_1920x0_80_0_0_234c88312905986a5ee6519bb81fbe2f.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ქართველი შემსრულებლები მონაწილეობას მიიღებენ პატრიოტული სიმღერების XXXII საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსის „ჯარისკაცის კონვერტის“ ფინალში, რომელიც ტრადიციულად სტავროპოლის მხარის დედაქალაქში 3-6 მაისის პერიოდში გაიმართება და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავს მიეძღვნება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.წელს, კონკურსის მასშტაბურ შესარჩევ ეტაპზე რუსეთის რეგიონებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და ბელარუსიდან 800-ზე მეტი ნიჭიერი შემსრულებლის განაცხადი შევიდა.პატრიოტული სიმღერების XXXII საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი „ჯარისკაცის კონვერტი 2025“-ის ჟიურის თავმჯდომარე რუსეთის სახალხო არტისტი ლევ ლეშჩენკოა.საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგებად შეირჩა 5 ქვეყნიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის 15 რეგიონიდან 13 სოლისტი და 13 ანსამბლი.2025 წლის საფინალო პროგრამა 3 მაისს დაიწყება რუსეთის საფესტივალო დედაქალაქის გაცნობით: სტავროპოლის დათვალიერებით და მონაწილეების მიერ დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი მილოცვით.გალა-კონცერტი, დახურვის ცერემონია და დაჯილდოების ცერემონია 6 მაისს არის დაგეგმილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0a/292862136_366:0:3097:2048_1920x0_80_0_0_be1260db704ced527b591469b2fd4437.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი, საქართველო, ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი, საქართველო, ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები
„ჯარისკაცის კონვერტი“: ქართველი შემსრულებლები კონკურსის ფინალში წარდგებიან
23:34 10.04.2025 (განახლებულია: 20:07 08.05.2025) გალა-კონცერტი, დახურვის ცერემონია და დაჯილდოების ცერემონია 6 მაისს გაიმართება
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ქართველი შემსრულებლები მონაწილეობას მიიღებენ პატრიოტული სიმღერების XXXII საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსის „ჯარისკაცის კონვერტის“ ფინალში, რომელიც ტრადიციულად სტავროპოლის მხარის დედაქალაქში 3-6 მაისის პერიოდში გაიმართება და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავს მიეძღვნება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
წელს, კონკურსის მასშტაბურ შესარჩევ ეტაპზე რუსეთის რეგიონებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და ბელარუსიდან 800-ზე მეტი ნიჭიერი შემსრულებლის განაცხადი შევიდა.
პატრიოტული სიმღერების XXXII საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი „ჯარისკაცის კონვერტი 2025“-ის ჟიურის თავმჯდომარე რუსეთის სახალხო არტისტი ლევ ლეშჩენკოა.
„ამ სიმღერებში ჩაქსოვილია ყველაფერი. ჩვენი კონკურსანტები საქმეს საკმაოდ პროფესიონალურად მიუდგნენ. ეს შემოქმედებითი ფესტივალია და აქ ჟანრების მრავალფეროვნება უნდა იყოს. ამ სიმღერებში ნამდვილი გრძნობებია“, - აღნიშნა ლეშჩენკომ.
საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგებად შეირჩა 5 ქვეყნიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის 15 რეგიონიდან 13 სოლისტი და 13 ანსამბლი.
„წელს მაყურებელს შთამბეჭდავი მუსიკალური მოგზაურობა ელის: გულწრფელი კლასიკური კომპოზიციებით და სულში ჩამწვდომი ხალხური სიმღერებით დაწყებული ენერგიული თანამედროვე ჟანრებით დამთავრებული. „ჯარისკაცის კონვერტი - 2025“ მუსიკალური სტილებისა და ტენდენციების მრავალფეროვნების ნამდვილი ზეიმი იქნება, სადაც ტრადიციული ლირიკა თანამედროვე ჟღერადობას ერწყმის“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
2025 წლის საფინალო პროგრამა 3 მაისს დაიწყება რუსეთის საფესტივალო დედაქალაქის გაცნობით: სტავროპოლის დათვალიერებით და მონაწილეების მიერ დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი მილოცვით.
გალა-კონცერტი, დახურვის ცერემონია და დაჯილდოების ცერემონია 6 მაისს არის დაგეგმილი.