https://sputnik-georgia.com/20250410/adb--m-saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-ganaaxla-292849910.html
ADB-მ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი განაახლა
ADB-მ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი განაახლა
Sputnik საქართველო
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. 10.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-10T10:35+0400
2025-04-10T10:35+0400
2025-04-10T10:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23589/13/235891374_0:77:1001:640_1920x0_80_0_0_59dd6ebe8b9edc3bf805a7b73b198980.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებას 2025 წელს 6%-მდე, ნათქვამია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის აპრილის ანგარიშში.ADB პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა მიაღწევს 6%-მდე 2025 წელს და შენელდება 5%-მდე 2026 წელს რუსი მიგრანტების რაოდენობის და შიდა ფულადი გზავნილების შემცირების ხარჯზე.ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2024 წელს მოხმარებისა და წმინდა ექსპორტის ზრდამ დააბალანსა ინვესტიციების მცირე კლება, ხოლო სურსათზე შედარებით უცვლელმა ფასებმა და სხვა საქონლის ფასების შემცირებამ ინფლაცია 2%-ს ქვემოდ დაწია.ამასთან, აზიის განვითარების ბანკის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2025 წელს საქართველოში ინფლაციის დონე 4%-ს მიაღწევს, შემდეგ კი - მიზნობრივ 3%-მდე შემცირებას."ეს პროგნოზები არ ითვალისწინებს ნავთობის ფასების რყევებს ან რაიმე შეფერხებებს მიწოდების ჯაჭვში რეგიონული კონფლიქტების გამო. მთლიანი ფულადი მასის ზრდა სავარაუდოდ შენელდება 13%-მდე 2025 წელს და 13,5%-მდე 2026 წელს, რადგან დაკრედიტების ზრდა შენელდება", - აცხადებენ ანალიტიკოსები.მათი აზრით, ინფლაცია შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუ უცხოური დაფინანსება, მათ შორის განვითარების დახმარება, მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც გამოიწვევს ლარის შემდგომ გაუფასურებას.საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური პოლიტიკა, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, ოდნავ გაიზრდება - 2025 წელს მშპ-ს 2,5%-მდე და 2026 წელს 2,6%-მდე, მაგრამ 3%-ზე ნაკლები იქნება.ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23589/13/235891374_22:0:977:716_1920x0_80_0_0_c60b48c7c21883f0f3422ef76fb66b45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ADB-მ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი განაახლა
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებას 2025 წელს 6%-მდე, ნათქვამია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის აპრილის ანგარიშში.
ADB პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა მიაღწევს 6%-მდე 2025 წელს და შენელდება 5%-მდე 2026 წელს რუსი მიგრანტების რაოდენობის და შიდა ფულადი გზავნილების შემცირების ხარჯზე.
„მოსალოდნელია, რომ ზრდა შენელდება 2025 და 2026 წლებში მომსახურების სექტორის უფრო ნელი გაფართოების გამო, ხოლო ინფლაცია, სავარაუდოდ, ოდნავ დაჩქარდება იმპორტზე მაღალი ფასების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2024 წელს მოხმარებისა და წმინდა ექსპორტის ზრდამ დააბალანსა ინვესტიციების მცირე კლება, ხოლო სურსათზე შედარებით უცვლელმა ფასებმა და სხვა საქონლის ფასების შემცირებამ ინფლაცია 2%-ს ქვემოდ დაწია.
ამასთან, აზიის განვითარების ბანკის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2025 წელს საქართველოში ინფლაციის დონე 4%-ს მიაღწევს, შემდეგ კი - მიზნობრივ 3%-მდე შემცირებას.
"ეს პროგნოზები არ ითვალისწინებს ნავთობის ფასების რყევებს ან რაიმე შეფერხებებს მიწოდების ჯაჭვში რეგიონული კონფლიქტების გამო. მთლიანი ფულადი მასის ზრდა სავარაუდოდ შენელდება 13%-მდე 2025 წელს და 13,5%-მდე 2026 წელს, რადგან დაკრედიტების ზრდა შენელდება", - აცხადებენ ანალიტიკოსები.
მათი აზრით, ინფლაცია შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუ უცხოური დაფინანსება, მათ შორის განვითარების დახმარება, მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც გამოიწვევს ლარის შემდგომ გაუფასურებას.
„ნედლეულზე მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ, განსაკუთრებით კი სურსათზე, შესაძლოა ინფლაციის ზრდა გამოიწვიოს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური პოლიტიკა, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, ოდნავ გაიზრდება - 2025 წელს მშპ-ს 2,5%-მდე და 2026 წელს 2,6%-მდე, მაგრამ 3%-ზე ნაკლები იქნება.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.