https://sputnik-georgia.com/20250409/saberzneti-qartul-martvis-mowmobebs-agiarebs-292837952.html
საბერძნეთი ქართულ მართვის მოწმობებს აღიარებს: საბერძნეთის პარლამენტმა შეთანხმება დაამტკიცა
საბერძნეთი ქართულ მართვის მოწმობებს აღიარებს: საბერძნეთის პარლამენტმა შეთანხმება დაამტკიცა
Sputnik საქართველო
საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება გააფორმა 09.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-09T15:47+0400
2025-04-09T15:47+0400
2025-04-09T15:47+0400
საქართველო
საბერძნეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266690154_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a4450cf6b763ab39e21a0b3b0d9f721c.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. 2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტმა „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ” შეთანხმება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა.როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ბერიძემ განაცხადა, საბერძნეთის პარლამენტის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის და მჭიდრო კავშირების მაღალი დონე.გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც რატიფიცირების შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს ოფიციალური არხებით ეცნობება.2024 წლის 26 სექტემბერს ათენში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“. თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში.შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266690154_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e66f041d00398729ba541d357667a9b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საბერძნეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საბერძნეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საბერძნეთი ქართულ მართვის მოწმობებს აღიარებს: საბერძნეთის პარლამენტმა შეთანხმება დაამტკიცა
საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება გააფორმა
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. 2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტმა „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ” შეთანხმება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა.
როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ბერიძემ განაცხადა, საბერძნეთის პარლამენტის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის და მჭიდრო კავშირების მაღალი დონე.
„აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ურთიერთაღიარების საფუძველზე, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობების მფლობელებს შესაძლებლობა მიეცათ, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს მათ უკეთ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში“, – განაცხადა ელჩმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც რატიფიცირების შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს ოფიციალური არხებით ეცნობება.
2024 წლის 26 სექტემბერს ათენში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“. თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში.
შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.