https://sputnik-georgia.com/20250409/maka-bochorishvili-saberznets-ewveva-292838279.html
მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო კონფერენცია „დელფოსის ეკონომიკური ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას 09.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-09T16:53+0400
2025-04-09T16:53+0400
2025-04-09T16:53+0400
საქართველო
საბერძნეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 9-10 აპრილს ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონალური და გლობალური როლის შესახებ, ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც განიხილავენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის გაფართოების და დაკავშირებადობის იდეის განხორციელების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ღონისძიების მონაწილეებთან. საქართველომ და საბერძნეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საბერძნეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საბერძნეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო კონფერენცია „დელფოსის ეკონომიკური ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 9-10 აპრილს ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
„დელფოსის ეკონომიკურ ფორუმს“ გახსნის საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი. ღონისძიებას მაღალი დონის სტუმრებთან ერთად დაესწრება ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონალური და გლობალური როლის შესახებ, ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც განიხილავენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის გაფართოების და დაკავშირებადობის იდეის განხორციელების პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ღონისძიების მონაწილეებთან.
საქართველომ და საბერძნეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.