https://sputnik-georgia.com/20250409/jastin-timberleikis-koncertze-dasaswrebi-biletebi-gaikida-292843991.html
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა
Sputnik საქართველო
„პოპ მუსიკის პრინცად“ აღიარებული მომღერალი საქართველოს Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა. 09.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-09T20:44+0400
2025-04-09T20:44+0400
2025-04-09T20:44+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/04/292789257_0:24:1601:924_1920x0_80_0_0_41fb0da1603685419907ea67525dbfb0.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერლის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც 2025 წლის 23 ივლისს თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართება, რამდენიმე საათში გაიყიდა.კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა პორტალ TKT.GE -ზე 8 აპრილის 12 საათზე დაიწყო - გავრცელებული ინფორმაციით, 6 საათში 55 ათასი ბილეთი გაიყიდა.ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპ ვარსკვლავია, მან მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით მორევში გაატარა - Disney Studios-დან დაწყებული მსოფლიოში ცნობილ პოპ ჯგუფ NSYNC-ით დამთავრებული.ის არის სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი. 44 წლის ასაკში ტიმბერლეიკი ოთხი „ემის“ და ათი „გრემის“ ჯილდოს მფლობელია.პოპ-ვარსკვლავი საქართველოში სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში ჩამოვა.კამპანიის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება - რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საყვარელი მუსიკოსების მოსმენა სამშობლოში შეძლონ, ქვეყანაში გართობის ინდუსტრია განვითარდეს და საქართველოს პოპულარიზაცია მოხდეს.უკვე ცნობილია, რომ 2025 წელს საქართველოში წარდგებიან ლეგენდარული ჯგუფები Empire of the Sun და Guns N" Roses.30 მაისს „ციცინათელას პარკში“ Guns N' Roses-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 აგვისტოს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში - Empire of the Sun.გასული წლებისგან განსხვავებით, წელს მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთებზე მოთხოვნა რეკორდულად დაბალია საქართველოში - თუ ადრე ბილეთები ორ დღეში იყიდებოდა, ამჯერად ბილეთები გაყიდვის გახსნიდან ერთი თვის შემდეგაც არის ხელმისაწვდომი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/04/292789257_44:0:1540:1122_1920x0_80_0_0_a6ee0b00090a20c7cfc28d76e0581237.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა
„პოპ მუსიკის პრინცად“ აღიარებული მომღერალი საქართველოს Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა.
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერლის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც 2025 წლის 23 ივლისს თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართება, რამდენიმე საათში გაიყიდა.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა პორტალ TKT.GE -ზე 8 აპრილის 12 საათზე დაიწყო - გავრცელებული ინფორმაციით, 6 საათში 55 ათასი ბილეთი გაიყიდა.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპ ვარსკვლავია, მან მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით მორევში გაატარა - Disney Studios-დან დაწყებული მსოფლიოში ცნობილ პოპ ჯგუფ NSYNC-ით დამთავრებული.
ის არის სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი. 44 წლის ასაკში ტიმბერლეიკი ოთხი „ემის“ და ათი „გრემის“ ჯილდოს მფლობელია.
პოპ-ვარსკვლავი საქართველოში სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში ჩამოვა.
კამპანიის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება - რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საყვარელი მუსიკოსების მოსმენა სამშობლოში შეძლონ, ქვეყანაში გართობის ინდუსტრია განვითარდეს და საქართველოს პოპულარიზაცია მოხდეს.
უკვე ცნობილია, რომ 2025 წელს საქართველოში წარდგებიან ლეგენდარული ჯგუფები Empire of the Sun და Guns N" Roses.
30 მაისს „ციცინათელას პარკში“ Guns N' Roses-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 აგვისტოს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში - Empire of the Sun.
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთებზე მოთხოვნა რეკორდულად დაბალია საქართველოში - თუ ადრე ბილეთები ორ დღეში იყიდებოდა, ამჯერად ბილეთები გაყიდვის გახსნიდან ერთი თვის შემდეგაც არის ხელმისაწვდომი.