https://sputnik-georgia.com/20250409/geno-petriashvili-2024-wlis-sauketeso-mochidaved-dasaxelda-292848440.html
მორიგი აღიარება - გენო პეტრიაშვილი ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა
მორიგი აღიარება - გენო პეტრიაშვილი ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა
Sputnik საქართველო
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მედლების გათამაშების დაწყებამდე თავისუფალი ჭიდაობაში 2024 წლის ნომინანტები დაასახელეს. 09.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-09T21:00+0400
2025-04-09T21:00+0400
2025-04-09T21:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289414319_0:0:1080:608_1920x0_80_0_0_8d2832189d429e776ba24ad4c2c26807.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ევროპის ჭიდაობის ფედერაციამ ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.თავისუფალი ჭიდაობაში 2024 წლის ნომინანტები ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დაასახელეს.ამასთან, გიორგი იანტბელიძე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილისა და იანტბელიძის ჯილდოები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასკომის წევრმა ედიშერ მაჩაიძემ ჩაიბარა.2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა - პეტრიაშვილმა ფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 10:9 დაამარცხა.30 წლის გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) 2024 წლის მსოფლიო საუკეთესო მოჭიდავედ გენო პეტრიაშვილი დაასახელა.ამჟამად გენო პეტრიაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის მეათე ნომრად წარადგინეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289414319_28:0:1024:747_1920x0_80_0_0_6f6017c5897d700361349f5a34e5e334.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მორიგი აღიარება - გენო პეტრიაშვილი ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მედლების გათამაშების დაწყებამდე თავისუფალი ჭიდაობაში 2024 წლის ნომინანტები დაასახელეს.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ევროპის ჭიდაობის ფედერაციამ ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.
თავისუფალი ჭიდაობაში 2024 წლის ნომინანტები ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დაასახელეს.
ამასთან, გიორგი იანტბელიძე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილისა და იანტბელიძის ჯილდოები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასკომის წევრმა ედიშერ მაჩაიძემ ჩაიბარა.
2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა - პეტრიაშვილმა ფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 10:9 დაამარცხა.
30 წლის გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) 2024 წლის მსოფლიო საუკეთესო მოჭიდავედ გენო პეტრიაშვილი დაასახელა.
ამჟამად გენო პეტრიაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის მეათე ნომრად წარადგინეს.