https://sputnik-georgia.com/20250408/saqartveloshi-ukontrolo-ucxouri-dapinansebis-wyaroebs-gadaketaven-292832240.html
საქართველოში უკონტროლო უცხოური დაფინანსების წყაროებს გადაკეტავენ
საქართველოში უკონტროლო უცხოური დაფინანსების წყაროებს გადაკეტავენ
Sputnik საქართველო
უცხოეთიდან გრანტის საქართველოში მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო გახდება 08.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-08T21:22+0400
2025-04-08T21:22+0400
2025-04-08T21:22+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას შეუდგება, რაც საბოლოოდ გამორიცხავს პარტიების უცხოური დაფინანსებისა და სახელმწიფოს მიერ უკონტროლო გრანტების მიღების შესაძლებლობას.ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან მის ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა.ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.გარდა ამისა, „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოების გრანტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის თანხმობით.გრანტის მიღებაზე თანხმობა საჭირო იქნება არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გრანტის მაძიებლებმა უნდა წარმოადგინონ შეთანხმება, ამასთან, შეთანხმება არ იძლევა გრანტის დამტკიცების გარანტიას.გამონაკლისი იქნება მხოლოდ სპორტული გრანტები და გრანტები უნივერსიტეტებში სწავლის ან სამეცნიერო საქმიანობისთვის.პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. ამავე პროექტით, აკრძალული გრანტის გაცემის და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველოში უკონტროლო უცხოური დაფინანსების წყაროებს გადაკეტავენ
უცხოეთიდან გრანტის საქართველოში მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო გახდება
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას შეუდგება, რაც საბოლოოდ გამორიცხავს პარტიების უცხოური დაფინანსებისა და სახელმწიფოს მიერ უკონტროლო გრანტების მიღების შესაძლებლობას.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან მის ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
გარდა ამისა, „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოების გრანტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის თანხმობით.
გრანტის მიღებაზე თანხმობა საჭირო იქნება არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გრანტის მაძიებლებმა უნდა წარმოადგინონ შეთანხმება, ამასთან, შეთანხმება არ იძლევა გრანტის დამტკიცების გარანტიას.
გამონაკლისი იქნება მხოლოდ სპორტული გრანტები და გრანტები უნივერსიტეტებში სწავლის ან სამეცნიერო საქმიანობისთვის.
პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. ამავე პროექტით, აკრძალული გრანტის გაცემის და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით