https://sputnik-georgia.com/20250408/saertashoriso-rezervebi-gaizarda-292819283.html
ეროვნული ბანკი: საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76,8 მლნ დოლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი: საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76,8 მლნ დოლარით გაიზარდა
Sputnik საქართველო
სებ-ი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს. 08.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-08T13:49+0400
2025-04-08T13:49+0400
2025-04-08T13:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_f08fb0a36b99e0b9076ba8dfa52279fa.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 მარტისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.იანვარ-მარტში რეზერვები 137,8 მლნ დოლარით შემცირდა. მარტში რეზერვები 76,8 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდება.საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (2,4 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (0,7 მლრდ აშშ დოლარი).გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 462,4 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,9 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 714,8 მლნ ლარი შეადგინა.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება შეადგენს „მინუს" 372,4 ათას დოლარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ad066d82026bddf6e43fcae75557fa2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
ეროვნული ბანკი: საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76,8 მლნ დოლარით გაიზარდა
სებ-ი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 მარტისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იანვარ-მარტში რეზერვები 137,8 მლნ დოლარით შემცირდა. მარტში რეზერვები 76,8 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის
ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (2,4 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (0,7 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 462,4 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,9 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 714,8 მლნ ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება შეადგენს „მინუს" 372,4 ათას დოლარს.