მოსაზრება: რუსეთის დარტყმა კიევზე - სიგნალი ევროკავშირის „მშვიდობისმყოფლებს“

© photo: Sputnik / Sergey Bobilev / გადასვლა მედიაბანკშიЭвакуация беженцев спецназом "Ахмат" из Суджанского района
Эвакуация беженцев спецназом Ахмат из Суджанского района - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2025
გამოწერა
კვირას, მაღალი სიზუსტით განხორციელებული ჯგუფური დარტყმები ჰაერსა და ზღვიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო აპარატებით კიევისა და მისი შემოგარენის მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ, ბოლო რუსეთის ბოლო გაფრთხილებაა უკრაინაში ევროკავშირის „მშვიდობისმყოფელებისთვის“.
უცხოეთი ბანდერეველებს ვერ უშველის. კიევის რეჟიმის კაპიტულაცია, უპირობო ან სამშვიდობო შეთანხმების ფორმით, გარდაუვალია მოსკოვის პირობებით. აშშ-ისა და რუსეთს შორის მიმდინარე პროქსი-ომის დასრულების ალტერნატიული ვარიანტები ობიექტურად არ არსებობს.
6 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს მასირებული დარტყმა ჰაერსა და ზღვიდან გაშვებული შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით. ასევე საბრძოლო დრონებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ არტილერიის საცავზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე და სხვა ობიექტებზე მოწინააღმდეგის ოპერატიული ზურგის სიღრმეში. მათ შორის, კიევზე, რომელიც დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემებით „ყველაზე დაცულად“ ითვლება. დარტყმის მიზნები მიღწეულია.
უკრაინული მონაცემებით, რუსეთმა გამოიყენა ფრთოსანი რაკეტები Х-101 და „კალიბრი“, ბალისტიკური რაკეტები ОТРК „ისკანდერ-М“, საბრძოლო დრონები „გერან-2“ და „გერბერა“. დარტყმები კიევის, მიკოლაივის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ოდესის, სუმის და ჩერკასკის ოლქებში განხორციელდა. დაზიანდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზები ბელაია ცერკოვის, გაისინის, ვასილკოვის, სტაროკონსტანტინოვის, ოზერნოესა და უმანის მიდამოებში. დასავლური წარმოების უკრაინული საჰაერო თავდაცვითი სისტემები, საზენიტო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ სიმბოლურად მიუთითებდნენ თავიანთ პოზიციებზე.
კიევში ძლიერი ხანძრები დაფიქსირდა სოლომენსკის, ობოლონსკის და დარნიცკის რაიონებში. რუსეთის რაკეტების ეფექტურობა Telegram-არხში აღნიშნა აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა, რამაც „დაუფარავი გაკვირვება“ გამოიწვია ზელენსკის მარიონეტურ რეჟიმის წიაღში. ევროპის „ყველაზე დაცულ“ ქალაქზე გამანადგურებელმა დარტყმამ ბრიუსელს, პარიზსა და ლონდონს უჩვენა, რა დაემართება ევროკავშირის „მშვიდობისმყოფელთა“ ძალებს, თუკი ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან.
უკრაინის დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი ჯარის ობიექტების განადგურებით შეშინებულმა ვარშავამ უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებები, ხოლო ნატოს პარტნიორებთან ერთად, საჰაერო პატრულში აღჭურვილი გამანადგურებლები გაუშვა.
ასეთი მასშტაბური დარტყმის შემდეგ, როგორც რუსმა, ისე უცხოელმა ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა, უკრაინის თეატრზე „არ დაინდოს რაკეტები“ და მზად არის, დასავლეთს „ძალით მიღწეული მშვიდობა“ რუსული ვარიანტით შესთავაზოს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის საბოლოო „მრავალსვლიანი კომბინაცია“, შესაძლოა, 18 აპრილს დაიწყოს, იმ დღეს, როცა იწურება რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმების მორატორიუმის ვადა.
მოსალოდნელია, რომ 2025 წლის ზაფხულში რუსეთის არმია მნიშვნელოვნად წაიწევს წინ ხარკოვის, სუმის, მიკოლაევისა და ოდესის მიმართულებებით. ამ ქალაქებზე რუსეთის კონტროლი, ფაქტობრივად, ნულზე დააბრუნებს უკრაინის გეოპოლიტიკურ ღირებულებას დასავლელი „ინვესტორ-მონათმფლობელებისთვის“.
დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსები — ტონი რადაკინი და ტიერი ბურკარი — 5 აპრილს კიევში შეხვდნენ ზელენსკის და განიხილეს საერთაშორისო „მშვიდობისმყოფელი“ ძალების შესაძლო განთავსება უკრაინაში. საუბარი შეეხო უკრაინის არმიის აღდგენისა და გარდაქმნის გრძელვადიან სტრატეგიას, როგორც „ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტს“, ასევე ლონდონისა და პარიზის მხარდაჭერას „ცეცხლის შეწყვეტისთანავე“.
ბურკარმა, ამასთან, აღნიშნა: „ჩვენ ერთად გვსურს, უზრუნველვყოთ მყარი და საიმედო მშვიდობა უკრაინაში, რაც ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პირობას“ წარმოადგენს.
სრულიად წარმოუდგენელია ევროპული კავშირის „მოთხოვნადი თავშესაფრის მაძიებლების“ უსაფრთხოება — რუსეთის, ამ გიგანტური, თვითკმარი და თერმობირთვული ძალის ხარჯზე. თუმცა, დასავლეთ ევროპის პოლიტიკური ელიტის ტრადიციული უუნარობის ფონზე, რუსეთის უსაფრთხოება 5 აპრილს კიევში საერთოდ არ განხილულა. არც წინა დღეს ბრიუსელში, სადაც ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ „უსაფრთხოებას ძალის მეშვეობით“, რუსეთის „სამხედრო მანქანის“ დასუსტების ვარიანტებს და 2025 წელს უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას.
კიევის რეჟიმი ყოველდღიურად განაგრძობს ცალმხრივ შეტევებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მიუხედავად რუსეთ-ამერიკის შეთანხმებისა, რომელიც 18 მარტიდან 30 დღით კრძალავდა დარტყმებს ენერგოობიექტებზე. 6 აპრილის ღამეს, კიევზე განხორციელებულმა მასიურმა რუსულმა დარტყმამ, მტკივნეულად შეახსენა ევროპელ „მეგობრებს“ და ომის მახარობლებს მრავალპოლარული მსოფლიოს მკაცრი რეალობა — თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემა.
და კიდევ ერთი შეხსენება: გამოქვეყნდა ვიდეო„ისკანდერის“ მიერ დატოვებული დიდი კრატერის ადგილიდან კრივოი როგში მდებარე რესტორან „მაგელანის“ ტერიტორიაზე, სადაც4 აპრილს, საღამოს, უკრაინის ბრიაგადების მეთაურებისა და დასავლელი ინსტრუქტორების თათბირი იმართებოდა. მაღალი სიზუსტის რუსული რაკეტის აფეთქებამ ადგილზე გაანადგურა უკრაინის ჯარისა და ნატოს85-მდე ოფიცერი.
სიმბოლურია, რომ კიევის პროპაგანდისტების მორიგმა ყალბმა ხმამაღალმა განცხადებებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე, დასავლეთში მოსალოდნელი რეაქცია არ გამოიწვია, რადგან ნატოს სპეციალისტებმა ზედმიწევნით იციან: რუსული„ისკანდერები“ შემთხვევით არსად ეცემა. მოდერნიზებული ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის „ისკანდერ-М“-ის ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია 800 კილოგრამამდე საბრძოლო თავკაცის ტარება, ხოლო მიზნიდან ცდომილების საშუალო რადიუსი მხოლოდ 2 მეტრია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკვე შეახსენა ევროპისა და აშშ-ის ომის მსურველებს, რომ რუსულ იარაღს შეუძლია, ზუსტად დაარტყას მიზნებს დასავლეთის ტერიტორიაზეც:
„სამხედრო მორიგეობაზე იმყოფება ჰიპერბგერითი ბლოკები კონტინენტთაშორისი დიაპაზონით — „ავანგარდი“ და ლაზერული კომპლექსები „პერესვეტ“. დასრულების ეტაპზეა შეუზღუდავი სიშორის ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და უპილოტო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“… ჯარში უკვე ჩადგა„სარმატის“ პირველი სერიული მძიმე ბალისტიკური რაკეტებიც. აღვნიშნავთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სასიკვდილო და დაუმარცხებელი საფრთხეების, რაც დასავლეთს რუსეთთან კონფრონტაციის ასპარეზზე ელოდება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0