https://sputnik-georgia.com/20250408/ramdeni-konteineri-damushavda-potis-portshi-292821950.html
რამდენი კონტეინერი დამუშავდა ფოთის პორტში?
რამდენი კონტეინერი დამუშავდა ფოთის პორტში?
Sputnik საქართველო
2024 წლის პირველ კვარტალში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 126.512 TEU შეადგინა. 08.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-08T12:15+0400
2025-04-08T12:15+0400
2025-04-08T12:15+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252030944_0:152:1601:1052_1920x0_80_0_0_5e2dd85159d2312958cb67d1a311733b.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში დამუშავდა 146.468 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,7%-ით მეტია, ნათქვამია საპორტო ოპერატორ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (APM Terminals Poti) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 126.512 TEU შეადგინა.საანგარიშო პერიოდში პორტში საკონტეინერო გემების რაოდენობაც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მა მიიღო 81 საკონტეინერო გემი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 74.იანვარ-მარტში პორტმა დაამუშავა 82.369 ტონა ნაყარი ტვირთი - 121%-ით მეტი 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია: 2022 წელი - 357,857 TEU, 2023 წელი - 592,589 TEU, 2024 წელი - 545,297 TEU.გასულ წელს APM Terminal Poti-მა ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74.173 სატრანსპორტო საშუალება.ფოთის პორტი დღესფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252030944_0:2:1601:1202_1920x0_80_0_0_784066333aec03ca649a48994897227e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
რამდენი კონტეინერი დამუშავდა ფოთის პორტში?
2024 წლის პირველ კვარტალში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 126.512 TEU შეადგინა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში დამუშავდა 146.468 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,7%-ით მეტია, ნათქვამია საპორტო ოპერატორ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (APM Terminals Poti) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 126.512 TEU შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში პორტში საკონტეინერო გემების რაოდენობაც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მა მიიღო 81 საკონტეინერო გემი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 74.
იანვარ-მარტში პორტმა დაამუშავა 82.369 ტონა ნაყარი ტვირთი - 121%-ით მეტი 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
კომპანიამ აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე (2022-2025) პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.
მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია: 2022 წელი - 357,857 TEU, 2023 წელი - 592,589 TEU, 2024 წელი - 545,297 TEU.
გასულ წელს APM Terminal Poti-მა ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74.173 სატრანსპორტო საშუალება.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.
ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.