https://sputnik-georgia.com/20250408/ramdenad-usaprtxoa-mtkvris-marcxena-sanapiroze-transportis-gadaadgileba-292830577.html
რამდენად უსაფრთხოა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება?
რამდენად უსაფრთხოა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება?
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის პირველადი მონაცემებით, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია. 08.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-08T22:00+0400
2025-04-08T22:00+0400
2025-04-08T22:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051510_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_ee1be8cf43284fc5e1ff31bae878b5be.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. უწყების ცნობით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე თბილისის მერიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. კერძოდ, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის. „როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო”, - ნათქვამია განცხადებაში. ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მერია საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. რა მოხდა რესტორან „გაგრის” მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის პირველადი მონაცემებით, მდინარე მტკვარმა საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია. ამის გამო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული საავტომობილო გზის კიდევ ერთ ზოლზე გახდა საჭირო ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა. „მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის” მიმდებარედ გუშინ შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე ბზარები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა გზაზე მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვა”, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051510_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d3ea6965aa2a73ed70ad117e44024e6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენად უსაფრთხოა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება?
თბილისის მერიის პირველადი მონაცემებით, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე თბილისის მერიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. კერძოდ, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის.
„როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო”, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მერია საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.
რა მოხდა რესტორან „გაგრის” მიმდებარე ტერიტორიაზე
თბილისის მერიის პირველადი მონაცემებით, მდინარე მტკვარმა საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია. ამის გამო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული საავტომობილო გზის კიდევ ერთ ზოლზე გახდა საჭირო ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა.
„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის” მიმდებარედ გუშინ შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე ბზარები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა გზაზე მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვა”, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.