ლავროვი: დასავლეთი ნაციზმის დამარცხებაში საბჭოეთის როლს ამცირებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2025
გამოწერა
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. დასავლეთში შეინიშნება მცდელობა, დაამცირონ სსრკ-ის როლი ნაციზმზე გამარჯვების საქმეში და გაამართლონ ნაცისტური დანაშაულები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„დასავლეთში ხშირდება ისტორიის გადაწერის, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების პოლიტიკური, საერთაშორისო-სამართლებრივი, მორალური შედეგების კარდინალური რევიზიის მცდელობები. ჰიტლერის განადგურებაში ჩვენი ქვეყნის როლი შეგნებულად მცირდება, მართლდება ნაცისტების სისხლიანი დანაშაულები“, — თქვა მან სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედებებით დასავლეთში ძირი ეთხრება თავად ნაციზმის უკანონოდ გამოცხადების პრინციპს.
ყველა ახალი ამბავი
0