https://sputnik-georgia.com/20250408/deputati-evrointegraciis-gzaze-malta-saqartvelos-mxardamcheria-292830381.html
დეპუტატი: ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს დიდი მხარდამჭერია
დეპუტატი: ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს დიდი მხარდამჭერია
Sputnik საქართველო
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 150-ე ასამბლეაში, რომელიც 5-8... 08.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-08T18:56+0400
2025-04-08T18:56+0400
2025-04-08T18:56+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/08/292829009_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_f24253bfdd6ba543746f80038d295c45.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი მხარდამჭერი - მალტა მალე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 46 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს, რომლის პრეზიდენტიც 2025 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მალტა გახდება. საბჭოს მთავარი მიზანია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპული უფლებების ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში.ამის შესახებ ბითაძემ ტაშკენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის მალტის პარლამენტის თავმჯდომარე ანჯელო ფარუჯასთან.2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. საპასუხოდ, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს და ევროინტეგრაციის გზაზე დაუყონებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდებს.როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს მოხდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/08/292829009_89:0:1512:1067_1920x0_80_0_0_392247800b81133cce7dabacebe0f883.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, ქართული ოცნება , ახალი ამბები
დეპუტატი: ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს დიდი მხარდამჭერია
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 150-ე ასამბლეაში, რომელიც 5-8 აპრილს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი მხარდამჭერი - მალტა მალე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 46 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს, რომლის პრეზიდენტიც 2025 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მალტა გახდება. საბჭოს მთავარი მიზანია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპული უფლებების ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალტა ხდება მაისიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი და ჩვენ მალტის სახით შეიძლება ითქვას, რომ ერთი ძალიან დიდი მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ბითაძემ.
ამის შესახებ ბითაძემ ტაშკენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის მალტის პარლამენტის თავმჯდომარე ანჯელო ფარუჯასთან.
„მალტის წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი ნათლად ხედავენ, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირში წევრობისათვის. ძალიან პოზიტიურად აფასებენ საქართველოში ეკონომიკურ ზრდის პერსპექტივებს, რაც ევროკავშირის წევრობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია", - განაცხადა ბითაძემ.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. საპასუხოდ, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს და ევროინტეგრაციის გზაზე დაუყონებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს მოხდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.