https://sputnik-georgia.com/20250407/tamaz-mtivlishvilis-mkvlelobashi-braldebuli-daakaves-292811794.html
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი ინტერპოლმა რუსეთში დააკავა
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი ინტერპოლმა რუსეთში დააკავა
Sputnik საქართველო
თამაზ მთივლიშვილი საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე მოკლეს. 07.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-07T19:00+0400
2025-04-07T19:00+0400
2025-04-07T19:00+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა. საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.გამოძიების ცნობით, თამაზ მთივლიშვილი მიმდინარე წლის 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცველებმა 3 პირის დაკავება შეძლეს.მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გუსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არიან მოკლულის მეგობრები - გამოძიება ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, რუსეთი, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, რუსეთი, ახალი ამბები
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი ინტერპოლმა რუსეთში დააკავა
თამაზ მთივლიშვილი საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე მოკლეს.
თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა.
საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
გამოძიების ცნობით, თამაზ მთივლიშვილი მიმდინარე წლის 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცველებმა 3 პირის დაკავება შეძლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გუსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არიან მოკლულის მეგობრები - გამოძიება ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.