სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და ISFED-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2025
გამოწერა
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის“ (ISFED) სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების „ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემის წესისა და პირობების შესახებ“ ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.
მოსარჩელე მხარე ითხოვდა ცესკოს დადგენილების ბათილად ცნობას, რომლითაც გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული არჩევნების დღეს უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის.
სიახლის თანახმად, დამკვირვებლები საარჩევნო უბებზე ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნას ან ჩამორთმევას ვერ შეძლებენ.
კერძოდ, დამკვირვებლებს ეკრძალებათ:
კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება;
მოითხოვონ ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ჩამორთმევა;
ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0