https://sputnik-georgia.com/20250407/rike-narikalas-sabagiro-mgzavrebs-ver-moemsaxureba-292818688.html
რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, საბაგირო გზაზე ხვალიდან რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. 07.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-07T22:29+0400
2025-04-07T22:29+0400
2025-04-07T22:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24684/45/246844592_0:218:3000:1906_1920x0_80_0_0_8174b4835ed5049be2b1f6c3fb9479a7.jpg.webp
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა 8 აპრილიდან მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მერიის ცნობით, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.თბილისის მერია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა.საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24684/45/246844592_281:0:2952:2003_1920x0_80_0_0_ec27589727d87b4d43dda323ccf5a8b2.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
მერიის ცნობით, საბაგირო გზაზე ხვალიდან რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა 8 აპრილიდან მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა.
საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.