https://sputnik-georgia.com/20250407/papuashvili-ipu-asambleaze-sitkvit-gamovida-292808881.html
პაპუაშვილი IPU-ს ასამბლეაზე: პარლამენტი მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის
პაპუაშვილი IPU-ს ასამბლეაზე: პარლამენტი მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება 07.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-07T10:53+0400
2025-04-07T10:53+0400
2025-04-07T10:53+0400
საქართველო
უზბეკეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e9c46ecb3d950e30bfccaaf9555b9a3e.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 150-ე ასამბლეაში, რომელიც 5-8 აპრილს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება. წლევანდელი ასამბლეის თემაა „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“.როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რამაც შექმნა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე კონცენტრირების შესაძლებლობა.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მიღწევის ინსტრუმენტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან ასევე ისაუბრა სოციალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობის ერთგული და გამოხატა ნაყოფიერ განხილვებში მონაწილეობის მიღების მზაობა, რითაც შესაძლებელი გახდება წვლილის შეტანა სამართლიანი, მდგრადი და წარმატებული გლობალური საზოგადოების შექმნაში.ასამბლეის ფარგლებშ8ი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ნუმან ქურთულმუშთან და ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანასთან.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_79:0:1218:854_1920x0_80_0_0_9dcf886bcec85719938852f32f1f17a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილი IPU-ს ასამბლეაზე: პარლამენტი მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 150-ე ასამბლეაში, რომელიც 5-8 აპრილს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება. წლევანდელი ასამბლეის თემაა „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“.
„პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რამაც შექმნა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე კონცენტრირების შესაძლებლობა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მიღწევის ინსტრუმენტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა სოციალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული.
პაპუაშვილის თქმით, ოჯახს საზოგადოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს და ამიტომ ოჯახების მხარდაჭერა სოციალური განვითარების დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს იკავებს.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობის ერთგული და გამოხატა ნაყოფიერ განხილვებში მონაწილეობის მიღების მზაობა, რითაც შესაძლებელი გახდება წვლილის შეტანა სამართლიანი, მდგრადი და წარმატებული გლობალური საზოგადოების შექმნაში.
ასამბლეის ფარგლებშ8ი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ნუმან ქურთულმუშთან და ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანასთან.