https://sputnik-georgia.com/20250407/irakli-oqruashvilos-prokuraturam-brali-warudgina-292815329.html
ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სამართალდამცველები საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან. 07.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-07T17:43+0400
2025-04-07T17:43+0400
2025-04-07T17:43+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669049_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_9dd23c8024a3a14e965c87235ecbb088.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით, სადაც მისვლაზეც მან უარი განაცხადა.ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით დამატებითი რეაგირებისთვის პროკურატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიმართა.ოქრუაშვილის თქმით, ის არ ცნობს როგორც კომისიის, ასევე პარლამენტის ლეგიტიმაციას.ამასთან, ოქრუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებისგან - „თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან განსხვავებით გირაოს თანხაზე მას „ფასდაკლებას გაუკეთებენ".პროკურატურაში გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.ორთავე მათგანს, ისევე როგორც ოქრუაშვილს, ბრალი წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.კომისიის მუშაობის წესი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა. კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669049_175:0:2904:2047_1920x0_80_0_0_99da92146943ec88fef82394ab03bb1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სამართალდამცველები საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით, სადაც მისვლაზეც მან უარი განაცხადა.
ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით დამატებითი რეაგირებისთვის პროკურატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიმართა.
ოქრუაშვილის თქმით, ის არ ცნობს როგორც კომისიის, ასევე პარლამენტის ლეგიტიმაციას.
„არავის აქვს მორალური უფლება, რომ რაიმე არგუმენტით გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა, მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ამასთან, ოქრუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებისგან - „თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან განსხვავებით გირაოს თანხაზე მას „ფასდაკლებას გაუკეთებენ".
პროკურატურაში გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ორთავე მათგანს, ისევე როგორც ოქრუაშვილს, ბრალი წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.