https://sputnik-georgia.com/20250407/ilia-meore-mosaxleobas-xarebas-ulocavs-292818510.html
ილია მეორე: ხარება არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო
ილია მეორე: ხარება არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო
Sputnik საქართველო
ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს აღნიშნავს 07.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-07T22:17+0400
2025-04-07T22:17+0400
2025-04-07T22:17+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისალოც წერილში.ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.როგორც წერილშია აღნიშნული, ყოვლადწმინდა მარიამი, თავისი სიწმინდითა და სათნოებებით, გახდა რჩეული ადამის მთელი მოდგმისა, რათა ძე ღვთისას მშობელი ყოფილიყო.ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება. დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორე: ხარება არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო
ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს აღნიშნავს
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისალოც წერილში.
ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.
„საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ეს არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო”, - ნათქვამია პატრიარქის მისალოც წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, ყოვლადწმინდა მარიამი, თავისი სიწმინდითა და სათნოებებით, გახდა რჩეული ადამის მთელი მოდგმისა, რათა ძე ღვთისას მშობელი ყოფილიყო.
„ყოვლადწმინდა მარიამის მეოხებით და ხარების მადლით უფალმა მშვიდობით აკურთხოს, დალოცოს და გაახაროს საქართველო, თითოეული თქვენგანი და მთელი მსოფლიო.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს“, - ნათქვამია წერილში.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება. დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.