ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ევროპის ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© photo: GeoWrestling / FBდათო ჩხარტიშვილი
დათო ჩხარტიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2025
გამოწერა
სლოვაკეთის დედაქალაქი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს 7-13 აპრილს უმასპინძლებს.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს ორშაბათს, 7 აპრილს აიღებს, საქართველოდან ათი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას.
სლოვაკეთის დედაქალაქი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს 7-13 აპრილს უმასპინძლებს. ტურნირში პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 11 აპრილს იასპარეზებს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ - ვახტანგ ლოლუა;
60 კგ - ამირან შავაძე;
63 კგ - ბექა გურული;
67 კგ - ჯონი ხეცურიანი;
72 კგ - იური ლომაძე;
77 კგ - რამაზ ზოიძე;
82 კგ - გელა ბოლქვაძე;
87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე;
97 კგ - გიორგი მელია;
130 კგ - სულხან ბუაძე.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა
57 კგ - რობერტ დინგაშვილი;
61 კგ - გიორგი ღონიაშვილი;
65 კგ - გოგა ოთინაშვილი;
70 კგ - აკაკი ქემერტელიძე;
74 კგ - გიორგი ელბაქიძე;
79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე;
86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი;
92 კგ - მირიან მაისურაძე;
97 კგ - გივი მაჭარაშვილი;
125 კგ - სოლომონ მანაშვილი.
2024 წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა და საერთოგუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქრო გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოუტანა.
ყველა ახალი ამბავი
0