https://sputnik-georgia.com/20250407/--------292821799.html
თბილისში საკურას ყვავილობის დღეები აღნიშნეს - ვიდეო
თბილისში საკურას ყვავილობის დღეები აღნიშნეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით საკურას ყვავილობის დღეები აღნიშნეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო 07.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-07T16:04+0400
2025-04-07T16:04+0400
2025-04-08T09:54+0400
მულტიმედია
ვიდეო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/08/292821627_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_8db30275931fa73e1533d56efe969e37.jpg
თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც 2020 წელს საკურას 200 ნერგი დაირგო, დღესასწაული მეხუთედ გაიმართა. სადღესასწაულო ბაზრობაზე შესაძლებელი იყო სუვენირების ყიდვა, ასევე იაპონური ჩაის ცერემონიის, კენდოს კლუბ „სამურაის“ მიერ იაპონური საბრძოლო ხელოვნების (ფარიკაობა ბამბუკის ჯოხებით) საჩვენებელი ბრძოლების ხილვა. დამთვალიერებლებს სუშის მოზადების მასტერ-კლასი შეფ-მზარეულმა მიხეილ ხუციშვილმა ჩაუტარა. ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში დაათვალიერეს როგორც თბილისელებმა, ისე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებმა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოხარულია სტუმრების ხილვით და და იმით, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღი განახლდა და კიდევ უფრო გალამაზდა. საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა, მას შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში აქტიურად ვითარდება. იაპონიამ საქართველოს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის სფეროში, იაპონიიდან საქართველოში შემოდის ავტომობილები და სამრეწველო საქონელი. საქართველოდან იაპონიაში ექსპორტზე ძირითადად გადის საკვები პროდუქტები და ქიმიკატები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/08/292821627_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_5faf2217f771d2c7f4b94729b098e25a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
თბილისში საკურას ყვავილობის დღეები აღნიშნეს - ვიდეო
16:04 07.04.2025 (განახლებულია: 09:54 08.04.2025) საქართველოს დედაქალაქში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით საკურას ყვავილობის დღეები აღნიშნეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო
თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც 2020 წელს საკურას 200 ნერგი დაირგო, დღესასწაული მეხუთედ გაიმართა.
სადღესასწაულო ბაზრობაზე შესაძლებელი იყო სუვენირების ყიდვა, ასევე იაპონური ჩაის ცერემონიის, კენდოს კლუბ „სამურაის“ მიერ იაპონური საბრძოლო ხელოვნების (ფარიკაობა ბამბუკის ჯოხებით) საჩვენებელი ბრძოლების ხილვა. დამთვალიერებლებს სუშის მოზადების მასტერ-კლასი შეფ-მზარეულმა მიხეილ ხუციშვილმა ჩაუტარა.
ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში დაათვალიერეს როგორც თბილისელებმა, ისე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებმა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოხარულია სტუმრების ხილვით და და იმით, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღი განახლდა და კიდევ უფრო გალამაზდა.
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა, მას შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში აქტიურად ვითარდება. იაპონიამ საქართველოს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია.
ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის სფეროში, იაპონიიდან საქართველოში შემოდის ავტომობილები და სამრეწველო საქონელი. საქართველოდან იაპონიაში ექსპორტზე ძირითადად გადის საკვები პროდუქტები და ქიმიკატები.