ხვიჩა კვარაცხელია და მისი „პსჟ“ საფრანგეთის ჩემპიონია

© PSG - Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2025
გამოწერა
კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ორი ტოპ-ლიგის ჩემპიონი გახდა -იტალიის - „ნაპოლისთან“ ერთად 2023 წელს და საფრანგეთის პსჟ-სთან ერთად 2025 წელს.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
ლიგა-1-ის 28-ე ტურში პარიზელებმა „ანჟეს“ ანგარიშით 1:0 მოუგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი დეზირე დუემ გაიტანა, ხოლო საგოლე პასის ავტორი კვარაცხელია გახდა. ქართველმა ბურთი მეტოქეს საჯარიმოსთან წაართვა და დუე იპოვა, რომელმაც 55-ე წუთზე დუემ მეტოქის კარში თაური დარტყმით შეაგდო.
პარიზელებმა 74 ქულა დააგროვეს და უახლოეს მეტოქეს „მონაკოს“ 24 ქულით უსწრებენ. ამ უკანასკნელს დარჩენილი ექვსი ტურიც არ ეყოფა რომ პსჟ-ს დაეწიოს იმ შემთხვევაშიაც კი, თუ პარიზელები ყველა დარჩენილ მატჩს წააგებენ.
გარდა ამისა, პარიზელები საფრანგეთის თასის ფინალში 24 მაისს „რეიმსთან“ ითამაშებენ, ისინი ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებენ, მეოთხედფინალში გავიდნენ, 9 აპრილს კი კი ინგლისურ „ასტონ ვილას“ შეხვდებიან.
პსჟ-მ მეცამეტედ მოიგო ლიგა-1 და კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ტოპ ხუთეულში შესული ორი ლიგის ჩემპიონი გახდა - იტალიის - „ნაპოლისთან“ ერთად 2023 წელს და საფრანგეთის პსჟ-სთან ერთად 2025 წელს.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი 17 იანვარს გააფორმა. ამ ტრანსფერში ქართველი ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო, ასევე 10 მილიონი ევრო პრემია მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0