https://sputnik-georgia.com/20250406/the-machine-merab-dvalisvili-ivnissi-sacempiono-qamars-o-malistan-brzolasi-daicavs-292807174.html
The Machine: მერაბ დვალიშვილი ივნისში ჩემპიონის ქამარს ო'მალისთან ბრძოლაში დაიცავს
The Machine: მერაბ დვალიშვილი ივნისში ჩემპიონის ქამარს ო'მალისთან ბრძოლაში დაიცავს
Sputnik საქართველო
დვალიშვილს შერეულ UFC-ში 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 19 მისი გამარჯვებით დასრულდა. 06.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-06T21:27+0400
2025-04-06T21:27+0400
2025-04-06T21:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0f/289902139_0:0:1638:921_1920x0_80_0_0_74b051e41a849b9a6823a0f2b20f1e51.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამრის დასაცავად ამერიკელ შონ ო'მალისთან იჩხუბებს, ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაიტმა სოციალურ ქსელში დაწერა.უაიტის ინფორმაციით, ამერიკელისა და ქართველის ბრძოლა 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისს) ნიუ-ჯერსიში, UFC 316-ის ეგიდით გაიმართება.დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში შონ ო'მალის დამარცხების შედეგად მოიპოვა, ტიტული კი იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა. მან შერეული ორთაბრძოლების წესებით 23 ბრძოლა ჩაატარა და 19 გამარჯვება მოიპოვა.რაც შეეხება 30 წლის ო'მალის, მან შერეული ორთაბრძოლებში 21 ბრძოლა ჩაატარა და 18 გამარჯვება მოიპოვა. ის ამჟამად UFC სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მხოლოდ ჩემპიონ დვალიშვილს ჩამორჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0f/289902139_0:0:1638:1229_1920x0_80_0_0_ae2ab8fb5a5f2d3708cd6922dd7a3f7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
The Machine: მერაბ დვალიშვილი ივნისში ჩემპიონის ქამარს ო'მალისთან ბრძოლაში დაიცავს
დვალიშვილს შერეულ UFC-ში 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 19 მისი გამარჯვებით დასრულდა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამრის დასაცავად ამერიკელ შონ ო'მალისთან იჩხუბებს, ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაიტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
უაიტის
ინფორმაციით, ამერიკელისა და ქართველის ბრძოლა 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისს) ნიუ-ჯერსიში, UFC 316-ის ეგიდით გაიმართება.
დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში შონ ო'მალის დამარცხების შედეგად მოიპოვა, ტიტული კი იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა. მან შერეული ორთაბრძოლების წესებით 23 ბრძოლა ჩაატარა და 19 გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება 30 წლის ო'მალის, მან შერეული ორთაბრძოლებში 21 ბრძოლა ჩაატარა და 18 გამარჯვება მოიპოვა. ის ამჟამად UFC სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მხოლოდ ჩემპიონ დვალიშვილს ჩამორჩება.