საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება პარტიების აკრძალვის კუთხით გაფართოვდება

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2025
გამოწერა
კანონმდებლების თქმით, ასეთი ცვლილებების მიღების აუცილებლობის მიზანია, აკრძალულმა პარტიებმა ვერ შეძლონ თავიანთი არაკონსტიტუციური საქმიანობის გაგრძელება ახალი სახელით.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტს შესთავაზა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიების აკრძალვის კრიტერიუმების გაფართოება.
მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომელიც მიზნად ისახავს:
ხელისუფლების კონსტიტუციური სისტემის დამხობას ან ძალადობრივ შეცვლას;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ იგი ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, რეგიონალური, რელიგიური ან სოციალური სიძულვილის გაღვივებას და ასევე ქმნიდა/ქმნის შეიარაღებულ ფორმირებას.
საქართველოს მმართველი პარტიის ამ ინიციატივით, ამ კრიტერიუმებს დაემატოს ისეთი პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (ცესკოში წარდგენილი პარტიული სიის ჩათვლით) იმეორებს აკრძალული პარტიის არსს და დანიშნულებას ზემოაღნიშნული კრიტერიუმებით, ასევე თუ საარჩევნო სიის შემადგენლობა აკრძალული პარტიის სიას იმეორებს.
კანონმდებლების თქმით, ასეთი ცვლილებების მიღების აუცილებლობის მიზანია, აკრძალულმა პარტიებმა ვერ შეძლონ თავიანთი არაკონსტიტუციური საქმიანობის გაგრძელება ახალი სახელით.
მიმდინარე წლის მარტში მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით მოითხოვდნენ პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას, ასევე მასთან ამა თუ იმ გზით დაკავშირებული სხვა პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის აკრძალვას.
საუბარია ოპოზიციური პარტიების უმეტესობაზე, „ქართული ოცნების“ პირდაპირ კონკურენტებზე. გაუქმების საფუძველი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0