https://sputnik-georgia.com/20250406/premieri-tvitmmartvelobis-archevnebshi-opoziciis-monawileobaze-292802491.html
„ოპოზიცია განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის" - პრემიერი თვითმმართველობის არჩევნებზე
„ოპოზიცია განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის" - პრემიერი თვითმმართველობის არჩევნებზე
Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მცხოვრებნი ცალ-ცალკე ადგილობრივ... 06.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-06T11:55+0400
2025-04-06T11:55+0400
2025-04-06T11:55+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია განწირულია მძიმე მარცხისთვის, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, განაცხადა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.2025 წლის ოქტომბერში საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული.„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს", - აღნიშნა პრემიერმა.თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.დანარჩენმა პარტიებმა, თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი", რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეულ რაიონში შედეგები ცალ-ცალკე ითვლება. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსი კონკრეტულ რაიონში გასამარჯვებლად.აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ოპოზიციასთან ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
„ოპოზიცია განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის" - პრემიერი თვითმმართველობის არჩევნებზე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მცხოვრებნი ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია განწირულია მძიმე მარცხისთვის, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, განაცხადა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებს.
„ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს", - აღნიშნა პრემიერმა.
თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.
საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია, მერის არჩევნებზე - ხმების 50%-ზე მეტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.
დანარჩენმა პარტიებმა, თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი", რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეულ რაიონში შედეგები ცალ-ცალკე ითვლება. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსი კონკრეტულ რაიონში გასამარჯვებლად.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ოპოზიციასთან ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.