გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველად ზედიზედ მესამედ დაასახელეს

© Courtesy of Nakrebiგიორგი გველესიანი
გიორგი გველესიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2025
გამოწერა
გასულ სეზონში ფეხბურთელმა ინგლისელი ფორვარდის ალან უიტლის 46 წლის რეკორდი მოხსნა და „პერსეპოლისის“ ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ირანული კლუბ „პერსეპოლისის“ 33 წლის ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველად ზედიზედ მესამედ დაასახელეს.
ქართველი ფეხბურთელი ირანში „დინამო თბილისიდან“ 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ამ ქვეყნის ოთხ კლუბში ითამაშა. ის გამოდიოდა „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ და „სეპაჰანში“.
„პერსეპოლისთან“ ერთად გველესიანი ორჯერ ირანის ჩემპიონი, თითოჯერ კი ირანის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.
გველესიანი „პერსეპოლისში“ 2022 წლიდან თამაშობს. მან თავდაპირველად ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ახალი, ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
იგი არის პირველი ფეხბურთელი ირანის ჩემპიონატიდან, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ითამაშა. 2024 წელს გველესიანმა ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის მაისურით იასპარეზა, სადაც მან სამი მატჩი ჩაატარა, მათ შორის – პლეი-ოფის შეხვედრა პორტუგალიასთან.
გასულ სეზონში გველესიანმა ინგლისელი ფორვარდის ალან უიტლის 46 წლის რეკორდი მოხსნა და „პერსეპოლისის“ ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0