https://sputnik-georgia.com/20250406/giorgi-mamardasvili-realtan-matcis-sauketeso-motamased-dasaxelda-292806777.html
გიორგი მამარდაშვილი „რეალთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი მამარდაშვილი „რეალთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა. 06.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-06T18:29+0400
2025-04-06T18:29+0400
2025-04-06T18:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289790565_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_20d5188bd385712cc622de439489717c.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ესპანური „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 1:2 დასრულდა.გიორგი მამარდაშვილმა მე-13 წუთზე „ვალენსიის“ კარში დანიშნული პენალტის დროს გადაარჩინა თავისი კლუბი. პირველ ტაიმში მან კილიან მბაპე დაბლოკა, შესვენების შემდეგ კი შანსი არ დაუტოვა ჯუდ ბელინჰემს და ფედერიკო ვალვერდეს. მამარდაშვილის ანგარიშზე ჯამში 8 სეივია.ქართველი მეკარე საუკეთესო მოთამაშედ რამდენიმე ანალიტიკურმა პორტალმაც აღიარა. Whoscored-მა მამარდას თამაში 8,4 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ და Flashscore-მ თითოეულმა 8,5 ქულა მისცა.ვალენსიამ სამეფო კლუბთან გასვლითი გამარჯვება 2008 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიპოვა. მამარდაშვილის კლუბმა 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა. მადრიდის "რეალი" 63 ქულით მეორე ადგილზეა და თავის მუდმივ მეტოქეს, „ბარსელონას“ ჩამორჩება.2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა.მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289790565_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_a3f093aec8cd74dee37982e017868ddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
გიორგი მამარდაშვილი „რეალთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ესპანური „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 1:2 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილმა მე-13 წუთზე „ვალენსიის“ კარში დანიშნული პენალტის დროს გადაარჩინა თავისი კლუბი. პირველ ტაიმში მან კილიან მბაპე დაბლოკა, შესვენების შემდეგ კი შანსი არ დაუტოვა ჯუდ ბელინჰემს და ფედერიკო ვალვერდეს. მამარდაშვილის ანგარიშზე ჯამში 8 სეივია.
ქართველი მეკარე საუკეთესო მოთამაშედ რამდენიმე ანალიტიკურმა პორტალმაც აღიარა. Whoscored-მა მამარდას თამაში 8,4 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ და Flashscore-მ თითოეულმა 8,5 ქულა მისცა.
ვალენსიამ სამეფო კლუბთან გასვლითი გამარჯვება 2008 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიპოვა. მამარდაშვილის კლუბმა 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა. მადრიდის "რეალი" 63 ქულით მეორე ადგილზეა და თავის მუდმივ მეტოქეს, „ბარსელონას“ ჩამორჩება.
2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.