https://sputnik-georgia.com/20250406/dasavlet-saqartvelosi-skolis-moswavleebma-erti-dre-jarsi-gaatares-292805901.html
დასავლეთ საქართველოში სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღე ჯარში გაატარეს
დასავლეთ საქართველოში სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღე ჯარში გაატარეს
Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს პროექტი "ერთი დღე ჯარში" რამდენიმე წლის წინ დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. 06.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-06T15:12+0400
2025-04-06T15:12+0400
2025-04-06T15:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23192/71/231927181_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_7d78696faaac34ce78102fd9ecd7ec50.jpg
თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. „ერთი დღე ჯარში" პროექტის ფარგლებში მე-6 საარტილერიო ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტროს პროექტი "ერთი დღე ჯარში" ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ახალგაზრდებმა საარტილერიო ბრიგადაში ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები და ჯარისკაცის ეკიპირება დაათვალიერეს, გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებას და სიმულაციური კლასითაც დაინტერესდნენ. ღონისძიების დასასრულს უფროსკლასელებმა ბრიგადის სასადილოში "ჯარისკაცის ულუფაც" დააგემოვნეს. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23192/71/231927181_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_9ec0e8b9331823f18a6b82bfca81e466.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
დასავლეთ საქართველოში სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღე ჯარში გაატარეს
თავდაცვის სამინისტროს პროექტი "ერთი დღე ჯარში" რამდენიმე წლის წინ დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. „ერთი დღე ჯარში" პროექტის ფარგლებში მე-6 საარტილერიო ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის სამინისტროს პროექტი "ერთი დღე ჯარში" ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
"პროექტის ფარგლებში ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საპილოტე პროგრამა "სამხედრო საქმე" ისწავლება. ამჯერად საარტილერიო ბრიგადაში ქუთაისის მე-15 და 26-ე, ასევე ონის, ცაგერის, ლენტეხის N1 და ამბროლაურის N1 საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები და "სამხედრო საქმის" პედაგოგები იმყოფებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ახალგაზრდებმა საარტილერიო ბრიგადაში ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები და ჯარისკაცის ეკიპირება დაათვალიერეს, გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებას და სიმულაციური კლასითაც დაინტერესდნენ. ღონისძიების დასასრულს უფროსკლასელებმა ბრიგადის სასადილოში "ჯარისკაცის ულუფაც" დააგემოვნეს.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება.