https://sputnik-georgia.com/20250406/acharis-mtavrobis-tavmjdomares-umaglesi-sabchos-riggareshe-sxdomaze-daamtkiceben-292801790.html
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 7 აპრილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 7 აპრილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის შემადგენლობა უცვლელი რჩება 06.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-06T11:00+0400
2025-04-06T11:00+0400
2025-04-06T11:00+0400
საქართველო
აჭარის მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250358363_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_109018b83cf7254c34049517e6b22e08.jpg
თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ შემადგენლობას 7 აპრილს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. 4 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. აღნიშნული პოსტი ვაკანტური პარასკევს, მას შემდეგ გახდა, რაც თორნიკე რიჟვაძე გადადგა. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო გეგმა უნდა წარადგინოს. გაბაიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის შემადგენლობა უცვლელი რჩება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებას 11 ხმა სჭირდება, უმაღლეს საბჭოში მმართველ გუნდს 13 დეპუტატი ჰყავს. სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს იყო იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონების პოლიციის უფროსი და ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსი. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა თამაზაშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ამასთან, თამაზაშვილი შსს-ს სხვა დასანქცირებულ მაღალჩინოსნებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250358363_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_4c16916bd8917ac2004b3f9dd748958e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარის მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აჭარის მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 7 აპრილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის შემადგენლობა უცვლელი რჩება
თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ შემადგენლობას 7 აპრილს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
4 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. აღნიშნული პოსტი ვაკანტური პარასკევს, მას შემდეგ გახდა, რაც თორნიკე რიჟვაძე გადადგა. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო გეგმა უნდა წარადგინოს.
გაბაიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის შემადგენლობა უცვლელი რჩება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებას 11 ხმა სჭირდება, უმაღლეს საბჭოში მმართველ გუნდს 13 დეპუტატი ჰყავს.
სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
სხვადასხვა დროს იყო იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონების პოლიციის უფროსი და ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსი.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა თამაზაშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ამასთან, თამაზაშვილი შსს-ს სხვა დასანქცირებულ მაღალჩინოსნებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.