https://sputnik-georgia.com/20250405/ses-saagentom-daluqa-rzis-is-partia-romelshic-dargvevebi-agmochnda-292799800.html
სეს-ი: სააგენტომ დალუქა რძის მთელი ის პარტია, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა
სეს-ი: სააგენტომ დალუქა რძის მთელი ის პარტია, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
გუშინ, კომპანია „სოფლის ნობათმა“ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს თანამშრომლობას რძის მომწოდებელ აზერბაიჯანელ პარტნიორთან მანამ, ვიდრე ყველა ტექნიკური დეტალი... 05.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-05T17:49+0400
2025-04-05T17:49+0400
2025-04-05T17:49+0400
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/56/239425644_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b75cecf47469b95cc445fa6b7e2ba34f.jpg
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დალუქა რძის ის პარტია, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა, გარდა ამისა, ამოღებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელში გაშვებული პროდუქცია, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა. 3 აპრილს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სოფლის ნობათის" რძის 5 ნიმუშში სიცოცხლისთვის სახიფათო მიკოტოქსინი - აფლატოქსინი M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. როგორც სეს-ის უფროსმა აღნიშნა, საქართველოში მიღებულია უმკაცრესი ზომები და ნორმები, რომელიც სრულ ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ჩეკურაშვილის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს წელიწადში სულ მცირე ოთხჯერ ამოწმებს, გასულ წელს კი კომპანია „სოფლის ნობათში” 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. გუშინ, კომპანია „სოფლის ნობათმა“ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს თანამშრომლობას რძის მომწოდებელ აზერბაიჯანელ პარტნიორთან მანამ, ვიდრე ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში: ჩეკურიშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტიააფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/56/239425644_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_2ab310c0f9d7282f287013356486384d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
სეს-ი: სააგენტომ დალუქა რძის მთელი ის პარტია, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა
გუშინ, კომპანია „სოფლის ნობათმა“ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს თანამშრომლობას რძის მომწოდებელ აზერბაიჯანელ პარტნიორთან მანამ, ვიდრე ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დალუქა რძის ის პარტია, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა, გარდა ამისა, ამოღებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელში გაშვებული პროდუქცია, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
3 აპრილს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სოფლის ნობათის" რძის 5 ნიმუშში სიცოცხლისთვის სახიფათო მიკოტოქსინი - აფლატოქსინი M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია ქსელში გაშვებული პროდუქცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამის მონიტორინგს აწარმოებენ, ამოწმებენ ქსელურ მაღაზიებს. რძის პროდუქტების ნიმუშები აღებულია საბავშვო ბაღებიდანაც, სადაც ყველაფერი წესრიგშია. ანუ ამ მხრივ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ჩეკურიშვილმა.
როგორც სეს-ის უფროსმა აღნიშნა, საქართველოში მიღებულია უმკაცრესი ზომები და ნორმები, რომელიც სრულ ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.
ჩეკურაშვილის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს წელიწადში სულ მცირე ოთხჯერ ამოწმებს, გასულ წელს კი კომპანია „სოფლის ნობათში” 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.
გუშინ, კომპანია „სოფლის ნობათმა“ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს თანამშრომლობას რძის მომწოდებელ აზერბაიჯანელ პარტნიორთან მანამ, ვიდრე ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში:
სასმელი რძე "საბავშვო", ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით
სასმელი რძე "რჩეული" ულტრაპასტერიზებული - 1,5% ცხიმიანობით
სასმელი რძე "რჩეული" ულტრაპასტერიზებული - 1,5% ცხიმიანობით
სასმელი რძე "რჩეული" ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით
სასმელი რძე "რჩეული" ულტრაპასტერიზებული - 3,2% ცხიმიანობით.
ჩეკურიშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.