https://sputnik-georgia.com/20250405/papuashvili-saparlamenttashoriso-kavshiris-asambleashi-miigebs-monawileobas-292800814.html
პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
საპარლამენტთაშორისო კავშირი საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების... 05.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-05T19:49+0400
2025-04-05T19:49+0400
2025-04-05T19:49+0400
საქართველო
უზბეკეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589112_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_dc92666a69f219be9cbc89b8fde9c385.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 150-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 5-8 აპრილს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.საპარლამენტთაშორისო კავშირი საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს.საპარლამენტთაშორისო კავშირის შემადგენლობაშია 171 წევრი და 11 ასოცირებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა და სხვა.საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციები საერთაშორისო გამოწვევებს განიხილავენ და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589112_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_a6bff73912aad466c50525fe5a7a8af6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, ახალი ამბები
პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
საპარლამენტთაშორისო კავშირი საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 150-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 5-8 აპრილს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
საპარლამენტთაშორისო კავშირი საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს.
საპარლამენტთაშორისო კავშირის შემადგენლობაშია 171 წევრი და 11 ასოცირებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა და სხვა.
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციები საერთაშორისო გამოწვევებს განიხილავენ და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.