https://sputnik-georgia.com/20250405/mianmarshi-miwiszvris-shedegad-dagupulta-raodenobam-3354-miagwia-292801186.html
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3350-ს გადააჭარბა
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3350-ს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება 05.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-05T21:00+0400
2025-04-05T21:00+0400
2025-04-05T21:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
მიწისძვრა
სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292705237_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1af202b267656bc4007f216bdfdf6ad6.jpg
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3354-ს მიაღწია, 4,8 ათასზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, 220-ი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 28 მარტს პირველი ძლიერი - 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო მეორე - 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 წუთში მოხდა. კერა ათი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან 12 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგები მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა: ბანგლადეშში, ინდოეთში, ტაილანდში, ლაოსსა და ჩინეთში.მიანმარის რესპუბლიკის სახელმწიფო ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და უფროსმა გენერალმა მინ აუნგ ჰლაინგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მიიღოს ნებისმიერი უცხოური დახმარება. როგორც ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 8 მილიონი დოლარია საჭირო. თანხები მოხმარდება დაშავებული მოქალაქეების მკურნალობას, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და ჯანმრთელობის სერვისების აღდგენას.მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დაშავებულთათვის სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292705237_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_027d70ee01d3ffad9ef79bb7e1a5ed5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3350-ს გადააჭარბა
ამ დროისთვის ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3354-ს მიაღწია, 4,8 ათასზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, 220-ი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მარტს პირველი ძლიერი - 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო მეორე - 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 წუთში მოხდა. კერა ათი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან 12 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგები მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა: ბანგლადეშში, ინდოეთში, ტაილანდში, ლაოსსა და ჩინეთში.
მიანმარის რესპუბლიკის სახელმწიფო ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და უფროსმა გენერალმა მინ აუნგ ჰლაინგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მიიღოს ნებისმიერი უცხოური დახმარება.
როგორც ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 8 მილიონი დოლარია საჭირო. თანხები მოხმარდება დაშავებული მოქალაქეების მკურნალობას, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და ჯანმრთელობის სერვისების აღდგენას.
მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დაშავებულთათვის სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.