https://sputnik-georgia.com/20250405/enuqidze-saxelmwipo-qonebis-privatizaciis-gegma-gadacharbebit-shesrulda-292800514.html
ეკონომიკის სამინისტრო: სახლმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტრო: სახლმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა
Sputnik საქართველო
2024 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ საქართველოს ბიუჯეტს 236 მილიონი ლარი მოუტანა. 05.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-05T18:23+0400
2025-04-05T18:23+0400
2025-04-05T18:23+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492818_0:316:3077:2047_1920x0_80_0_0_d0bb6cdb392a7ef87aef713b6723d23d.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. 2025 წლის პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა წარმატებით და გადაჭარბებით შესრულდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ენუქიძემ. „ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 44,5 მლნ ლარზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 101%-ით შესრულდა", - განაცხადა ენუქიძემ.მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 43,9 მლნ ლარს შეადგენდა.ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას პროაქტიულად შესთავაზებს.2024 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ საქართველოს ბიუჯეტს 236 მილიონი ლარი მოუტანა.გასულ წელს სააგენტომ გამოაცხადა 1.436 ელექტრონული აუქციონი, აუქციონზე გაყიდული ქონების საერთო რაოდენობამ კი 603 ერთეული შეადგინა.ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ იგი გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492818_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_d0ac8737e7a32bed089e80b2d9d99236.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო: სახლმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა
2024 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ საქართველოს ბიუჯეტს 236 მილიონი ლარი მოუტანა.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. 2025 წლის პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა წარმატებით და გადაჭარბებით შესრულდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ენუქიძემ.
„ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 44,5 მლნ ლარზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 101%-ით შესრულდა", - განაცხადა ენუქიძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 43,9 მლნ ლარს შეადგენდა.
„აქტიურად მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი, პირველი კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა 200-ზე მეტი ელექტრონული აუქციონი, გასხვისდა 133 ობიექტი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მომდევნო კვარტლებშიც აქტიურად გაგრძელდება პრივატიზაციის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას, კვლავაც ბიუჯეტში შევიტანოთ თანხა და გეგმა გადაჭარბებით შევასრულოთ“ - აღნიშნა ენუქიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას პროაქტიულად შესთავაზებს.
2024 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ საქართველოს ბიუჯეტს 236 მილიონი ლარი მოუტანა.
გასულ წელს სააგენტომ გამოაცხადა 1.436 ელექტრონული აუქციონი, აუქციონზე გაყიდული ქონების საერთო რაოდენობამ კი 603 ერთეული შეადგინა.
საპრივატიზაციო ქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ იგი გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.