https://sputnik-georgia.com/20250403/sanraji-da-usamartloba-kalaze-britanul-sanqciebze-qartveli-mosamartleebis-winaarmdeg-292783173.html
შანტაჟი და უსამართლობა - კალაძე ბრიტანულ სანქციებზე ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
შანტაჟი და უსამართლობა - კალაძე ბრიტანულ სანქციებზე ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
Sputnik საქართველო
სურვილი აქვთ, საქართველო როგორმე ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ, განაცხადა კალაძემ 03.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-03T21:49+0400
2025-04-03T21:49+0400
2025-04-03T21:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0d/264396067_0:145:3149:1916_1920x0_80_0_0_fb7456970eccd0a03edc9de83ed12f03.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების შემოღება არის იმ უსამართლობისა და შანტაჟის ხაზის გაგრძელება, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ შეინიშნება, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ მოქმედი ქართველი მოსამართლეების - მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა. სანქციები ითვალისწინებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე იმ პირების ფინანსური სახსრების და ეკონომიკური რესურსების გაყინვას, რომლებიც არიან ან იყვნენ ჩართული სერიოზულ კორუფციაში.მისი თქმით, ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.„ჩვენ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია. ძალიან რთული იყო. მარტივი პროცესი არ ყოფილა. დღესაც გრძელდება, სამწუხაროდ, მაგრამ როცა საქმე ეხება სამშობლოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიცრუეზე, სიყალბეზე, ტყუილზე, რეალობა კი რადიკალურად განსხვავდება მათი განცხადებებისგან.მურუსიძისა და ჩინჩალაძის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები აშშ-შო და ლიეტუვაში მოქმედებს. 2023 წლის 5 აპრილს აშშ-მ აღნიშნულ მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". ლიეტუვას დაწესებული სანქციების შესახებ განმარტება არ გაუკეთებია. მოსამართლეების წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა ჩეხეთმაც.საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, იმ დროისთვის აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0d/264396067_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_218116599c2db2a07ad167dbd75fbf1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, დიდი ბრიტანეთი
შანტაჟი და უსამართლობა - კალაძე ბრიტანულ სანქციებზე ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
სურვილი აქვთ, საქართველო როგორმე ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების შემოღება არის იმ უსამართლობისა და შანტაჟის ხაზის გაგრძელება, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ შეინიშნება, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ მოქმედი ქართველი მოსამართლეების - მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა. სანქციები ითვალისწინებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე იმ პირების ფინანსური სახსრების და ეკონომიკური რესურსების გაყინვას, რომლებიც არიან ან იყვნენ ჩართული სერიოზულ კორუფციაში.
„ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო თვეების და წლების განმავლობაში. თქვენ იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას. დღესაც გრძელდება ეს - მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება, მბრძანებლური ტონი. კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.
„ჩვენ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია. ძალიან რთული იყო. მარტივი პროცესი არ ყოფილა. დღესაც გრძელდება, სამწუხაროდ, მაგრამ როცა საქმე ეხება სამშობლოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიცრუეზე, სიყალბეზე, ტყუილზე, რეალობა კი რადიკალურად განსხვავდება მათი განცხადებებისგან.
„სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა მოლოდინი გვაქვს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება“, - აღნიშნა მან.
მურუსიძისა და ჩინჩალაძის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები აშშ-შო და ლიეტუვაში მოქმედებს. 2023 წლის 5 აპრილს აშშ-მ აღნიშნულ მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". ლიეტუვას დაწესებული სანქციების შესახებ განმარტება არ გაუკეთებია. მოსამართლეების წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა ჩეხეთმაც.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, იმ დროისთვის აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.