ნატოს მანევრები „ზღვის ფარი“ რუმინეთში: მიზნები, საშუალებები და უკრაინული აქცენტი

© photo : U.S. Marine Corps / Cpl. Yvonna Guyette
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2025
გამოწერა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე რთული სწავლება შავი ზღვის რეგიონში, ფაქტობრივად, საბრძოლო მოქმედებების ზონაში მიმდინარეობს და აშკარად მიმართულია მოსკოვის წინააღმდეგ. ნატომ ვერ გამოიტანა სწორი დასკვნები „აღმოსავლეთისკენ გაფართოების“ დესტრუქციული შედეგებიდან და მანიაკალურად ემზადება რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისათვის. სავარაუდოდ, ეს იქნება უკანასკნელი სამხედრო კონფლიქტი აგრესიული „თვითმკვლელთა კლუბის“ სამარცხვინო ისტორიაში.
როგორც ჩანს, რუმინეთს „წმინდა მსხვერპლის“ როლი აქვს მიკუთვნებული – ქვეყანას, რომელიც პირველი უნდა დაიწვას ბირთვულ ცეცხლში.
დუნაის დელტასა და შავი ზღვის აკვატორიაში 31 მარტიდან 11 აპრილამდე ნატოს სამხედრო სწავლება „ზღვის ფარი-2025“ მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს 2500 სამხედრო და 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა 12 ქვეყნიდან (დამატებით - მოლდოვაც). რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები წარმოდგენილია33-დან 30 საბრძოლო ხომალდით. სწავლების ფარგლებში, მუშავდება „ნატოს სტანდარტული საბრძოლო პროცედურები ყველა საბრძოლო პირობებში – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე“, მათ შორის, „წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვაო ნაღმების განეიტრალება და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალის გამოყენებით, ცეცხლის წარმოება“.
თუ ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობა რეგიონულ ტაქტიკურ ჯგუფში, რომელიც ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლას ახორციელებს, ფორმალურად ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო შეტაკების რისკს, მაშინ ბრიტანეთის, საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, აშშ-ისა და კანადის ჩართულობა სრულიად უგუნურ ნაბიჯად გამოიყურება.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნების უმეტესობა რუმინეთიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. არამედ იმიტომ, რომ (და ეს, აშკარად, ყველამ იცის, მათ შორის New YorkTimes-მაც) ამერიკელმა და ბრიტანელმა სპეციალისტებმა 2024 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღეს 12 ტაქტიკური რაკეტით ATACMS-ისერთობლივი იერიშის მომზადებაში ყირიმის ხიდზე. ამ დარტყმიდან შვიდი თვის შემდეგ შავი ზღვის ანტირუსულ მანევრებში გამოჩენა, ფაქტობრივად, სპეციალური სამხრდრო ოპერაციის ზონაში, უპრეცედენტო სიმამაცეა – „მაიკლ ჯექსონის ცეკვა“ მესამე მსოფლიო ომის ზღურბლზე.
რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის ინფორმაციით, „საერთაშორისო“ სწავლების მთავარი მიზანი მოკავშირე და პარტნიორი სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ოპერატიული თავსებადობის ამაღლება, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებებთან კოორდინაციის გაძლიერებაა.
„მაღალი სირთულის“ სასწავლო სცენარები (ერთდროული საზღვაო და საჰაერო დარტყმები) მოიცავს ყველა საბრძოლო გარემოს – საზღვაო, მდინარის, სანაპიროს, წყალქვეშა, სახმელეთო და საჰაერო სივრცეს. ნატოს სარდლობამ განმარტა:
„სამხედრო-საზღვაო სწავლება მიზნად ისახავს სხვადასხვა დანაყოფებს შორის ოპერატიულ და ტაქტიკურ ურთიერთქმედების გაუმჯობესებას, რათა დაგეგმონ და განახორციელონ სამხედრო-საზღვაო ოპერაციები, რომლებიც ზღვის კომუნიკაციების კონტროლის აღდგენას ისახავს მიზნად “.
რუმინეთის პორტ კონსტანციდან რუსეთის სევასტოპოლამდე მანძილი 400 კილომეტრზე ნაკლებია, ნატოს საზღვაო პოლიგონები კი კიდევ უფრო ახლოს მდებარეობს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები. ზემოთხსენებული„პარტნიორიძალები“ მხოლოდ „ნეიტრალურ“ მოლდოვას გულისხმობს, რომელიც ტრადიციულად მონაწილეობს Sea Shield-ის მანევრებში მეორეხარისხოვან როლში? და ხომ არ გადაიქცევა ზღვის კომუნიკაციების „კონტროლი“ უკრაინული შეიარაღებული ძალების ოდესის პორტებში განლაგებული ობიექტების „ზღვის ფარით“ დაცვად (რუსული თავდასხმებისგან)?
სწავლება Sea Shield 2015 წლიდან ტარდება და, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.თუმცა, ევროპისა და ამერიკის ნატოს წევრ ქვეყნებს არავინ ემუქრება. პირიქით, ალიანსის მანევრების, ინტერესებისა და ძალების ზონის გაფართოებამ შავი ზღვის რეგიონში 2008 წელს გამოიწვია „ხუთდღიანი ომი“ საქართველოში, ხოლო 2022 წელს – სამწლიანი ომი უკრაინაში.
ნატოს მასშტაბური სწავლება „ზღვის ფარი-2025“ არის აგრესიის ინსტრუმენტი, როგორც დანიშნულებით, ისე თავისი არსით.
რუმინეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ილიე ბოლოდჟანმა, 31 მარტს განაცხადა, რომ ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას.
რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დემაგოგია, რადგან, სანამ რუმინეთის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტების გამშვები სისტემები გაჩნდებოდა, ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყო. მათი განთავსების შემდეგ კი – რუსეთისთვის საფრთხედ და შესაბამისად, ბირთვული დარტყმის სამიზნედ იქცა.
საგულისხმოა, რომ, თუ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას იძულებით გადაწყვეტს, „მიმდებარე მეზობლებსაც მოხვდებათ“. მეორე მხრივ, რუმინეთის პოპულარულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ, ადრე განაცხადა, რომ კონსტანცაში არსებული სამხედრო ბაზა „მიხაილ კოგელნიჩანუ“, შესაძლოა, გამოყენებული იქნას რუსეთთან ომის დასაწყებად: „ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ.“
მისი სიმართლისთვის მან მაღალი ფასიც გადაიხადა – არჩევნების შედეგების გაუქმება. ნატო ჯერ ანადგურებს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს და მხოლოდ ამის შემდეგ „წმენდს“ მათ მოსახლეობას.
ბოლო პერიოდში რუსეთსა და აშშ-ს შორის ერ-რიადში გამართული „ტექნიკური მოლაპარაკებების“ დროს, შავი ზღვის უსაფრთხოება ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლტცმა დაადასტურა: „კონსულტაციების მიზანია, ცეცხლის შეწყვეტა შავ ზღვაში, რომ ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის ტრანსპორტირება და ვაჭრობის აღდგენა.“
ეს, თითქოს, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. თუმცა, მშვიდობა რუსეთთან ყველას არ სურს. „თვითმკვლელთა კლუბის“ საბოლოო დახურვამდე რამდენიმე ქვეყანას სურს ბოლო ხმაზე „მოიჯახუნოს კარი“ – ან „ზღვის ფარით“ გადაფაროს საკუთარი გეგმები.
რუსეთის შეიარაღებული ძალები ყურადღებით აკვირდებიან ნატოს მანევრებს შავ ზღვაში, იღებენ საპასუხო ზომებს და მზად არიან ნებისმიერი პროვოკციის აღსაკვეთად.
დაზვერვითი მონაცემები რუსეთის სამხედრო სტრატეგებს საშუალებას აძლევს, ზუსტად შეაფასონ ნატოს შესაძლებლობები „აღმოსავლეთ ფლანგზე“ და, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტიანად უპასუხონ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0