სწავლება „ინდრა ნევი-2025“: ინდოეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2025
გამოწერა
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მტკიცედ ინარჩუნებს თავის პოზიციებს და ზრდის სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას ინდოეთის ოკეანესა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ინდოეთისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება Indra Navy (Indra – ორივე ქვეყნის სახელწოდებების შემოკლებული ვარიანტი) რეგულარულად ტარდება 2003 წლიდან, აძლიერებს ურთიერთგაგებასა და ნდობას ორ საზღვაო სახელმწიფოს შორის და ხელს უწყობს სტაბილურობის ზრდას ინდო-წყნაროკეანურ სტრატეგიულ ზონაში.
ბენგალის ყურეში31 მარტს დაიწყო ერთობლივი რუსულ-ინდური სამხედრო-საზღვაო სწავლების „ინდრა ნევი-2025“ საზღვაო ეტაპი, რომელშიც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კორვეტები – „რეზკი“ და „რუსეთის ფედერაციის გმირი ალდარ ციდენჟაპოვი“ მონაწილეობენ. სწავლებაში ჩართული არიან ასევე ინდოეთის საზღვაო ძალების კორვეტი „კატარ“ და ესმინეცი „რანა“. სამი დღის განმავლობაში სამხედრო გემები ერთობლივად შეასრულებენ მანევრირებას, ტაქტიკურ ურთიერთქმედებას, საჰაერო და საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საარტილერიო სროლებს.
ორივე ქვეყნის სამხედრო მეზღვაურებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა გამოცდილების გასაზიარებლად, საერთო საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნის შესამოწმებლად და, პრაქტიკულად, რუსეთისა და ინდოეთის სტრატეგიული პარტნიორობის გასამყარებლად რეგიონული და გლობალური სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მანამდე, ინდოეთის ქალაქ ჩენაის პორტში გაიმართა რუსეთის სამხედრო ხომალდების საზეიმო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები და რუსეთის ფედერაციის საელჩოს დელეგაცია. სწავლების „ინდრა ნევი-2025“ ოფიციალური გახსნა შედგა 29 მარტს, ინდოეთის ესმინეც „რანას“ ბორტზე. ზღვაში გასვლამდე მონაწილეებმა ნაპირზე შეათანხმეს ერთობლივი ამოცანების შესრულების გეგმა.
ტრადიციულად, „ინდრა ნევი“ მიმართულია რუსეთსა და ინდოეთს შორის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერებისკენ, საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხედრო საფრთხეებთან ბრძოლისკენ. რუსულ-ინდური სწავლებების სცენარები მოიცავს საბრძოლო მოქმედებებს როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე, შეტევითი გემების, ავიაციისა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარაკეტო გემების მონაწილეობა ინდოეთის ოკეანეში მიმდინარე საერთაშორისო მანევრებში ასახავს მოსკოვის მზარდ გავლენას საერთაშორისო საქმეებში.
მანამდე, წყნარი ოკეანის ფლოტის გემების დაჯგუფება მონაწილეობდა მრავალმხრივ სწავლებაში „კომოდო-2025“, რომელიც ინდონეზიაში გაიმართა, ასევე ირანის მიერ ორგანიზებულ სამხედრო-საზღვაო მანევრებში „ზღვის უსაფრთხოების სარტყელი – 2025“ და პაკისტანის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთობლივ სწავლებაში „არაბული მუსონი“.
სამხედრო საფრთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ოკეანეშია გავრცელებული, რაც არ არის შემთხვევითი – წინა რუსულ-ინდური სწავლება „ინდრა ნევი“ (2024 წლის ივლისში, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში გაიმართა.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში სწავლებების სერია Indra, Avia Indra, Indra Navy მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევა მოწინავე გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ოპერატიული მოქმედებების დახვეწისთვის, ასევე ურთიერთგაგების გასაღრმავებლად.
ინდოეთმა და რუსეთმა 2000 წელს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს, რომელიც 2010 წელს განსაკუთრებული პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე იქნა აწეული. 2024 წლის ნოემბერში, მოსკოვში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის IV სხდომაზე, რუსეთისა და ინდოეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ერთობლივი სწავლებების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე.
მუდმივი სამუშაო ჯგუფი აფასებს არსებულ სამხედრო ვალდებულებებს და განსაზღვრავს თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად.
სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის უნიკალური მაგალითია რუსულ-ინდური ერთობლივი საწარმო BrahMos Aerospace, რომელიც აწარმოებს პრინციპულად ახალ ზებგერით ფრთოსან რაკეტებს. ეს რაკეტები წარმატებით გამოიცადა ყველა საბრძოლო სცენარში და2005 წლიდან ინდოეთის შეიარაღებულ ძალებშია.
2021 წლის ბოლოს დაიდო მთავრობათაშორისი შეთანხმება რუსეთსა და ინდოეთს შორის 2030 წლამდე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობამ დროით გამოცდას გაუძლო – იგი1960 წლიდან უწყვეტად ვითარდება.
ინდოელი ოფიცრების დიდი ნაწილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდა. ისინი კარგად ფლობენ რუსულ ენას და შესანიშნავად იცნობენ რუსულ სამხედრო ტექნიკას. ინდოეთის არმიის, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღების 70 პროცენტზე მეტი რუსული წარმოებისაა.
ყველაზე მასობრივი მოდელები მოიცავს Су-30СМ გამანადგურებლებს, Ка-226, Ка-28 დაМи-17 ვერტმფრენებს, С-400 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებსა დაТ-90МС ტანკებს. ამჟამად, „ინდური პორტფელის“ სამხედრო შეკვეთების მოცულობა 14 მილიარდ დოლარს აღემატება.
გლობალურ დონეზე სულ უფრო მწვავდება საერთაშორისო კონკურენცია პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროების, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების (ენერგეტიკული დეფიციტის) გამო.
ინდოეთის ოკეანეში გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობის დაახლოებით 80 პროცენტი ნავთობზე მოდის. ინდო-წყნარი ოკეანეს რეგიონი უზრუნველყოფს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ზრდის ორ მესამედს, რის გამოც იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ზონად მიიჩნევა ამერიკის ინტერესებისთვის და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების „დომინაციისთვის“.
ამგვარი მომხმარებლური (მტაცებლური) მიდგომა მიუღებელია ინდოეთისა და მისი მეზობელი 30-ზე მეტი ქვეყნისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე მილიარდ ადამიანს შეადგენს.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარაკეტო ხომალდები „ინდრა ნევი“-ს სწავლებების მსვლელობისას აჩქარებენ მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებას, საერთაშორისო უსაფრთხოების თანასწორი და განუყოფელი სისტემის შექმნას ინდო-წყნარი ოკეანეს სტრატეგიულ ზონაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანნხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0