https://sputnik-georgia.com/20250401/efesbem-arqivi-gaasajarova-kolaboracionistebi-xerxonis-olqsi-meore-msoflio-omsi-294701494.html
კოლაბორაციონისტები ხერსონის ოლქში მეორე მსოფლიო ომის დროს: „ეფესბემ“ არქივი გაასაჯაროვა
კოლაბორაციონისტები ხერსონის ოლქში მეორე მსოფლიო ომის დროს: „ეფესბემ“ არქივი გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
მასალების თანახმად, აღნიშნულ სოფელთან მდებარე სამარხი ამოიცნეს როგორც თავად ბრალდებულებმა - სიკვდილით დასჯის მონაწილეებმა, ასევე თვითმხილველებმა. 01.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-01T19:15+0400
2025-04-01T19:15+0400
2025-08-29T15:19+0400
არქივი
მეორე მსოფლიო ომი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23659/69/236596996_0:130:3000:1818_1920x0_80_0_0_4f5682831fdca31f0f658eeac6eb18a7.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ყირიმის რესპუბლიკისა და სევასტოპოლის სამმართველომ) გაასაჯაროვა იმ მოღალატეებისა და კოლაბორაციონისტების სასამართლო პროცესის საარქივო მასალები, რომლებიც ხერსონის ოლქში ცხოვრობდნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ, იუწყება „რია ნოვოსტი“.საბჭოთა უსაფრთხოების ორგანოების დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას 1943 წლის ივლისში ხერსონის ოლქის სოფელ ვერხნიე სეროგოზის მახლობლად საბჭოთა მზვერავთა დესანტის გადმოსხდომის შესახებ. სამი მედესანტე მოკლეს, სამი ტყვედ აიყვანეს, სასტიკი დაკითხვა ჩაუტარდათ და შემდეგ დახვრიტეს სოფელ ნიჟნიე სეროგოზის მახლობლად. მათთან ერთად სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე.მასალების თანახმად, აღნიშნულ სოფელთან მდებარე სამარხი ამოიცნეს როგორც თავად ბრალდებულებმა - სიკვდილით დასჯის მონაწილეებმა, ასევე თვითმხილველებმა.„ყოფილი კოლაბორაციონისტების ჩვენებების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს, თუ როგორ შევიდნენ სადამსჯელო ორგანოების სამსახურში ნებაყოფლობით თავისი სისასტიკით ცნობილი რამდენიმე ოდიოზული მოღალატე, სსრკ-ს ყოფილი მოქალაქეები და წითელი არმიის დეზერტირები. კერძოდ, დუბოგრეი. მიხელსონი, ვასილენკო და ვლადიმერ და აფანასი კრუგლოვი ასევე მონაწილეობდნენ მედესანტეების ხოცვა-ჟლეტაში“, - ნათქვამია გამჟღავნებულ საარქივო მასალების მიხედვით გამოქვეყნებულ პრესრელიზში.1959 წლის მარტში კრასნოდარის სასამართლო პროცესზე სიკვდილით დასაჯეს ექვსი კოლაბორაციონისტი: ვ.პ. დუბოგრეი, ზ.ნ. ოლენჩენკო, ვ.ს. ზუბი, ა.გ. მიხელსონი, ვ.ა. კრუგლოვი და ა.მ. ვასილენკო. ნაცისტური საიდუმლო საველე პოლიციის ნაცისტების საიდუმლო საველე პოლიციის ეს აგენტები თავი გამოამჟღავნეს პარტიზანული მოძრაობისა და პატრიოტული იატაკქვეშეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც კრასნოდარში, ასევე ყირიმში.საარქივო დოკუმენტები ასევე შეიცავს საინტერესო დეტალებს ყირიმში ნაცისტი ოკუპანტების საიდუმლო პოლიციის და მისი ოპერატიული ჯგუფების პირადი შემადგენლობის, ფუნქციებისა და ამოცანების, ადგილმდებარეობის შესახებ.საარქივო დოკუმენტები გასაჯაროვდა რუსეთის პროექტის „ხანდაზმულობის ვადის გარეშე“ ფარგლებში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დიდი გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად განხორციელდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23659/69/236596996_201:0:2798:1948_1920x0_80_0_0_21c54518936b6d4b4137a0e7113e9720.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არქივი , მეორე მსოფლიო ომი, რუსეთი
არქივი , მეორე მსოფლიო ომი, რუსეთი
კოლაბორაციონისტები ხერსონის ოლქში მეორე მსოფლიო ომის დროს: „ეფესბემ“ არქივი გაასაჯაროვა
19:15 01.04.2025 (განახლებულია: 15:19 29.08.2025) მასალების თანახმად, აღნიშნულ სოფელთან მდებარე სამარხი ამოიცნეს როგორც თავად ბრალდებულებმა - სიკვდილით დასჯის მონაწილეებმა, ასევე თვითმხილველებმა.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ყირიმის რესპუბლიკისა და სევასტოპოლის სამმართველომ) გაასაჯაროვა იმ მოღალატეებისა და კოლაბორაციონისტების სასამართლო პროცესის საარქივო მასალები, რომლებიც ხერსონის ოლქში ცხოვრობდნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
საბჭოთა უსაფრთხოების ორგანოების დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას 1943 წლის ივლისში ხერსონის ოლქის სოფელ ვერხნიე სეროგოზის მახლობლად საბჭოთა მზვერავთა დესანტის გადმოსხდომის შესახებ. სამი მედესანტე მოკლეს, სამი ტყვედ აიყვანეს, სასტიკი დაკითხვა ჩაუტარდათ და შემდეგ დახვრიტეს სოფელ ნიჟნიე სეროგოზის მახლობლად. მათთან ერთად სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
მასალების თანახმად, აღნიშნულ სოფელთან მდებარე სამარხი ამოიცნეს როგორც თავად ბრალდებულებმა - სიკვდილით დასჯის მონაწილეებმა, ასევე თვითმხილველებმა.
„ყოფილი კოლაბორაციონისტების ჩვენებების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს, თუ როგორ შევიდნენ სადამსჯელო ორგანოების სამსახურში ნებაყოფლობით თავისი სისასტიკით ცნობილი რამდენიმე ოდიოზული მოღალატე, სსრკ-ს ყოფილი მოქალაქეები და წითელი არმიის დეზერტირები. კერძოდ, დუბოგრეი. მიხელსონი, ვასილენკო და ვლადიმერ და აფანასი კრუგლოვი ასევე მონაწილეობდნენ მედესანტეების ხოცვა-ჟლეტაში“, - ნათქვამია გამჟღავნებულ საარქივო მასალების მიხედვით გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
1959 წლის მარტში კრასნოდარის სასამართლო პროცესზე სიკვდილით დასაჯეს ექვსი კოლაბორაციონისტი: ვ.პ. დუბოგრეი, ზ.ნ. ოლენჩენკო, ვ.ს. ზუბი, ა.გ. მიხელსონი, ვ.ა. კრუგლოვი და ა.მ. ვასილენკო. ნაცისტური საიდუმლო საველე პოლიციის ნაცისტების საიდუმლო საველე პოლიციის ეს აგენტები თავი გამოამჟღავნეს პარტიზანული მოძრაობისა და პატრიოტული იატაკქვეშეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც კრასნოდარში, ასევე ყირიმში.
საარქივო დოკუმენტები ასევე შეიცავს საინტერესო დეტალებს ყირიმში ნაცისტი ოკუპანტების საიდუმლო პოლიციის და მისი ოპერატიული ჯგუფების პირადი შემადგენლობის, ფუნქციებისა და ამოცანების, ადგილმდებარეობის შესახებ.
საარქივო დოკუმენტები გასაჯაროვდა რუსეთის პროექტის „ხანდაზმულობის ვადის გარეშე“ ფარგლებში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დიდი გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად განხორციელდა.