https://sputnik-georgia.com/20250331/txilis-saeqsporto-pasi-gaizarda-292717565.html
თხილის საექსპორტო ფასი 15%-ით გაიზარდა
თხილის საექსპორტო ფასი 15%-ით გაიზარდა
Sputnik საქართველო
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება. 31.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-31T11:00+0400
2025-03-31T11:00+0400
2025-03-30T12:40+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388316_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_47b56731ae6f933fbb923559002e0b7e.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება 15%-ით გაიზარდა და 1 კგ-ზე 6,23 დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.უწყების ცნობით, რვა თვეში საქართველოდან ექსპორტზე 93,1 მლნ დოლარის ღირებულების 15 ათასი ტონა თხილი გავიდა.გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა გაიზარდა 21%-ით, მისი ღირებულება კი 39%-ით.ამ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთსა და უკრაინაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388316_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_8cd9ba22460fca7371fac0a4723386db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თხილის საექსპორტო ფასი 15%-ით გაიზარდა
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება 15%-ით გაიზარდა და 1 კგ-ზე 6,23 დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
უწყების ცნობით, რვა თვეში საქართველოდან ექსპორტზე 93,1 მლნ დოლარის ღირებულების 15 ათასი ტონა თხილი გავიდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა გაიზარდა 21%-ით, მისი ღირებულება კი 39%-ით.
ამ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთსა და უკრაინაში.