https://sputnik-georgia.com/20250330/sveticxovelshi-wyali-chavida-ra-vitarebaa-tazarshi-292719199.html
სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა: რა ეტაპზეა ტაძარში მიმდინარე სამუშაოები
სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა: რა ეტაპზეა ტაძარში მიმდინარე სამუშაოები
Sputnik საქართველო
სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. 30.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-30T17:48+0400
2025-03-30T17:48+0400
2025-03-30T17:48+0400
საქართველო
საზოგადოება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0e/278550763_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a8f2bbd3c548102e275d40a7197b6e3c.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყალი 22 მარტს ჩავიდა. როგორც სააგენტოში განმარტეს, ტაძარს ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სპეციალისტები რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს.სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.სვეტიცხოველიმცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ადგილზე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0e/278550763_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_681b6f98364454f6a01a0ae43303b129.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები
სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა: რა ეტაპზეა ტაძარში მიმდინარე სამუშაოები
სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყალი 22 მარტს ჩავიდა. როგორც სააგენტოში განმარტეს, ტაძარს ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სპეციალისტები რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს.
„ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. ბიოციდის ხსნარით მუშავდება ლორფინები და საბურველი, რის შემდეგაც საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.
V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ადგილზე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.
სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.
სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.