რას უქადის უკრაინას „მოსურნეთა კოალიცია“ პარიზში

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyუკრაინის და ევროკავშირის დროშები
უკრაინის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2025
გამოწერა
27 მარტს პარიზში სამი ათეული ევროპელი ლიდერი შეიკრიბა, რომ კიევის სამხედრო მხარდაჭერის გეგმები და შესაძლებლობები განეხილათმოსკოვთან დაპირისპირების გასაგრძელებლად.
„საბრალო მეწველი“ ალიანსი სტრატეგიულ ჩიხშია: ევროკავშირისა და NATO-ს აგრესიული ზრახვები მათ რეალურ (ეკონომიკურ) შესაძლებლობებს სრულიად არ შეესაბამება, ხოლო პარაზიტული განვითარების მოდელი კარგავს როგორც საყრდენს, ისე არსებობის აზრს. სამი წლის ომის შემდეგ უკრაინას შესაძლებლობა მიეცა, ისტორიულ ფესვებს დაუბრუნდეს, მიუხედავად დასავლელი „კურატორებისა“ და გადარჩენილი ბანდერეველების გააფთრებული ორომტრიალისა.
27 მარტს პარიზში სამი ათეული ევროპელი ლიდერი შეიკრიბა, რომ კიევის სამხედრო მხარდაჭერის გეგმები და შესაძლებლობები განეხილათმოსკოვთან დაპირისპირების გასაგრძელებლად. მსგავსი ორი სამიტი მანამდე საფრანგ ეთისა და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქებში გაიმართა. პარადოქსია, მაგრამ დღეს უკრაინის უსაფრთხოების გამო, ყველაზე მეტად სწორედ ის ქვეყნები ღელავენ, რომლებმაც 2022 წელს ძალით ჩააგდეს „ნეზალეჟნაია“ მძიმე შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთის წინააღმდეგ.
პარიზმა და ლონდონმა წამოიწყეს და სათავეში ჩაუდგნენ ბუნდოვან „მოსურნეთა კოალიციას“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. მათ ოფიციალურად მიანიჭეს უკრაინას „მოსკოვთან დაპირისპირების ფრონტის ხაზის“ სტატუსი.
თებერვალსა და მარტის დასაწყისში გამართულმა წინა ორმა შეხვედრამ „მოსურნეებს“ ნათლად აჩვენა, რომ დასავლეთის ჯარების უკრაინის მიწაზე ან ცაში ყოფნა შეუძლებელია. დღეს კი განიხილება ვარიანტები, რომლებიც გულისხმობს ევროკავშირისა და NATO-ს სამხედრო კონტინგენტის განთავსებას შავ ზღვაში. ევროპელი „მშვიდობისმყოფელების“ აქტიურობა კი არაფრით განსხვავდება „საპნის ოპერისგან“. შედეგი საკმაოდ პროგნოზირებადია – ბევრი ხმაური და „ქაფი“.
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ასევე იმყოფება პარიზში და მონაწილეობს „მოსურნეთა კოალიციის“ სამიტში, რომელიც უკრაინის დახმარებას ისახავს მიზნად. რუტემ 26 მარტს უკრაინის ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან პერსპექტივაში არ გამორიცხა, ხოლო ერთი დღით ადრე, ვარშავაში განაცხადა: „როდესაც საქმე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოების დაცვას ეხება, NATO-ს ალტერნატივა არ არსებობს“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ალტერნატივა ოდესღაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია იყო. 1991 წელს ამ სამხედრო ბლოკის დაშლამ გლობალური უსაფრთხოების დესტაბილიზაცია გამოიწვია. შემდგომში, თითქმის ყველა სამხედრო კონფლიქტი, მათ შორის უკრაინული, დაკავშირებული იყო NATO-ს დესტრუქციულ როლთან და მის„აღმოსავლეთისკენ გაფართოებასთან“.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო6 მარტს გულწრფელად აღიარებს: უკრაინის კონფლიქტი არის „პროქსი-ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის… აშშ-სა და რუსეთს შორის. და ეს უნდა დასრულდეს“.
თუ ამერიკამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს თავისი პროქსი-ომი რუსეთთან, „რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს უკრაინა“, ხოლო ევროპელი პარტნიორები მტკიცედ განაგრძობენ კონფრონტაციის კურსს, ეს ბიპოლარული (მანიაკალურ-დეპრესიული) აშლილობის სიმპტომს ჰგავს. ან ვიღაც ცდილობს „რომის პაპზე წმინდანად“ გამოჩნდეს. სხვათა შორის, პაპი ფრანცისკეც მშვიდობის მომხრეა და ჯერ კიდევ2022 წელს უკრაინული კონფლიქტის მთავარ მიზეზად „ნატოს ყეფა რუსეთის კარებთან“ დაასახელა.
ამერიკული ჟურნალი Foreign Policy ერთი წლით ადრე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, აღნიშნავდა: „ევროპას დროა, განთავისუფლდეს აშშ-ზე მონური დამოკიდებულებისგან თავის თავდაცვასა და რუსეთთან ურთიერთობებში. აშშ-მ ნატოს ევროპელი წევრები ჩიხში შეიყვანა აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკით“. დღეს ევროკავშირში განვითარებული მოვლენები წააგავს ან„ტრამპის მონების აჯანყებას“, ან აბსურდისა და ამაოების ბაზრობას.
26 მარტს პარიზში საფრანგეთის ლეგიტიმური პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და უკრაინელი „პიანისტის“, ვლადიმირ ზელენსკის ცხელი ჩახუტება ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური დეგრადაციის ნიშანია. მაკრონის აფიშირებული „სიყვარულის გამოხატვა“ ისეთივე საძაგელია, როგორც გაყინული რუსული აქტივებიდან პროცენტების მოპარვა. ზელენსკის საპრეზიდენტო მანდატი 2024 წლის გაზაფხულზე ამოიწურა, ხოლო მისი გამოჩენა ევროპულ დედაქალაქებში, მოთხოვნა – „ფული მოგვცეს“, და დოკუმენტებზე ხელმოწერა 2025 წლის მარტში – იურიდიულად ნულის ტოლია.
ანტირუსული დემაგოგია გარანტირებულ მოგებას აღარ იძლევა. დასავლეთში სულ უფრო აცნობიერებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს კაპიტულაცია გარდაუვალია. როგორც სწორად აღნიშნა ამერიკელმა ჟურნალისტმა სააგარ ენჯეტიმ: „ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც საფრანგეთი ან გერმანია მოაწერს ხელს, სრული აბსურდია. მათ არაფერი აქვთ“.
„მოსურნეთა კოალიციის“ აგრესიული ზრახვები და გეგმები – კიევის იარაღით მომარაგება და „უკრაინის არმიის მდგრადი, ხანგრძლივი მოდელის შექმნა“ – წინააღმდეგობაში მოდის ვაშინგტონის სამშვიდობო პოლიტიკასთან, რუსეთის მკაცრ მოთხოვნებთან და უკრაინის საომარ თეატრში არსებულ ოპერატიულ რეალობასთან.
19 მარტს გამოქვეყნებული „ევროპის გადაიარაღების გეგმა“ 2030 წლამდე განსახორციელებელ პროექტს წარმოადგენს და „ქორების“ რევანშისტულ იმედებს ახალისებს. ევროპული კომისიის ახალი „თეთრი წიგნიც“ სამხედრო ხარჯების ზრდაზეა ორიენტირებული და ირიბად აძლიერებს კიევში ბანდეროველური რეჟიმის მოლოდინებს – 2030 წლამდე.
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ, გუშინ ფრანგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „ჩვენ მშვიდობისმყოფელთა მისია არ გვჭირდება. რაღაც შეუიარაღებელი ცისფერჩაფხუტიანები. ჩვენ ევროპიდან საბრძოლო ნაწილები გვჭირდება, და ამ ნაწილებში მყოფი ყოველი ჯარისკაცი მზად უნდა იყოს ნამდვილ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად“.
დამხრჩვალნი (ზელენსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ევროკავშირი და NATO) ხავსს ეჭიდებიან. სავარაუდოდ, ეს დიდხანს აღარ გასტანს. ევროპელი „საბრალო მეწველების“ ალიანსი განწირულია. ცივილიზაციის ისტორია მკაცრია წვრილი პარაზიტების მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0