ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2025
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
დაშავებული თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0