თბილისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

© Stringerხანძარი ვარკეთილში
ხანძარი ვარკეთილში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2025
გამოწერა
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თბილისში, ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ხანდაზმული ქალი.
ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ანთებული სანთელი გახდა.
ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ყველა ახალი ამბავი
0