საქართველოში სიკვდილიანობა კვლავ აჭარბებს შობადობას

© Sputnik / Goga Vardzieliდედაშვილი ქუჩაში
დედაშვილი ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2025
გამოწერა
შობადობა საქართველოში 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 1,8%-ით შემცირდა.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. 2024 წელს საქართველოში მეოთხე წელი შენარჩუნდა მოსახლეობის უარყოფითი მატება - დაიბადა 39.483 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 43.971 ადამიანი, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება პირველად 2021 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პანდემია იყო. იმ დროიდან ტენდენცია ნარჩუნდება.
სიკვდილიანობა საქართველოში
2024 წელს გარდაცვლილთა რიცხვი 2023 წელთან შედარებით 2,8%-ით გაიზარდა და 43.971 შეადგინა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში (12.492), იმერეთში (7.212) და ქვემო ქართლში (4.369) დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში - ქვემო სვანეთში (533).
შობადობა საქართველოში
შობადობა საქართველოში 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 1,8%-ით შემცირდა. 2024 წელს დაბადებული ბიჭების რაოდენობამ 20.755 შეადგინა, ხოლო გოგონების - 18.728.
დაბადებული ბავშვების რაოდენობით თბილისი ლიდერობს, 2024 წელს 14415 ბავშვი დაიბადა, შემდეგ მოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (4892 ბავშვი) და ქვემო ქართლი (4661 ბავშვი).
ყველაზე დაბალი შობადობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც წელიწადში 237 ბავშვი დაიბადა, ასევე მცხეთა-მთიანეთში (770 ბავშვი) და გურიის რეგიონში (809 ბავშვი).
ამასთან, გასულ წელს დაბადებული ბავშვების მხოლოდ 35,9% იყო პირველი შვილი მშობლებისთვის.
2024 წელს ოჯახებში პირველი შვილის შობადობა 2023 წელთან შედარებით 1,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა მესამე და მომდევნო ბავშვების რაოდენობა ოჯახებში 3,7%-ით გაიზარდა.
პირველი შვილის გაჩენის ქალთა საშუალო ასაკი 27 წელია.
ყველა ახალი ამბავი
0