https://sputnik-georgia.com/20250329/google-maps-si-saqartvelos-qucebis-virtualuri-turi-gacndeba-292700605.html
Google Maps-ში საქართველოს ქუჩების ვირტუალური ტური გაჩნდება
Google Maps-ში საქართველოს ქუჩების ვირტუალური ტური გაჩნდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ქალაქების 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის... 29.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-29T11:31+0400
2025-03-29T11:31+0400
2025-03-29T11:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
თბილისი დღეს
ბათუმი
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1c/292697847_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_d9ec1cd824e03022eb42b82f9abe75b0.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. 2026 წელს Google map-ზე საქართველოს 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები დაემატება, ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. ეს არის Google Maps და Google Earth-ის ფუნქცია, რომელიც 2,5 მეტრის სიმაღლიდან მსოფლიოს ბევრი ქალაქის ქუჩების პანორამული ხედების დათვალიერების საშუალებას იძლევა.„საქართველოს ქალაქების 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ვიზიტორებს შეეძლებათ, წინასწარ დაათვალიერონ საქართველო და უკეთ დაგეგმონ მოგზაურობა“, - ნათქვამია განცხადებაში.პროექტის ფარგლებში Google-ს სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360-გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ. გადაღებები ერთ წელიწადს გაგრძელდება და 15 ათას კილომეტრს დაფარავს.გადაღებები იგეგმება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვ. ძირითადი ფოკუსირება იქნება გზებსა და მაგისტრალებზე.Street View-ს გამოსახულებები მოიცავს მხოლოდ საჯარო საკუთრებას, ასევე კერძო ტერიტორიებს, რომელთა ფოტოგრაფირების ნებართვაც არსებობს.გარდა ამისა, Google-ი უზრუნველყოფს მარტივად გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს, რათა ადამიანებმა მოითხოვონ თავიანთი სახლის, მანქანის ან საკუთარი თავის დაფარვა და მონიშნონ მათთვის შეუსაბამო/მიუღებელი გამოსახულებები განხილვისა და წაშლისთვის.
საქართველო
ბათუმი
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1c/292697847_216:0:2036:1365_1920x0_80_0_0_e7d8188eb04bb7adb1532fea6cb3882f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, თბილისი დღეს, ბათუმი , ქუთაისი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, თბილისი დღეს, ბათუმი , ქუთაისი
Google Maps-ში საქართველოს ქუჩების ვირტუალური ტური გაჩნდება
საქართველოს ქალაქების 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. 2026 წელს Google map-ზე საქართველოს 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები დაემატება, ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. ეს არის Google Maps და Google Earth-ის ფუნქცია, რომელიც 2,5 მეტრის სიმაღლიდან მსოფლიოს ბევრი ქალაქის ქუჩების პანორამული ხედების დათვალიერების საშუალებას იძლევა.
„საქართველოს ქალაქების 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ვიზიტორებს შეეძლებათ, წინასწარ დაათვალიერონ საქართველო და უკეთ დაგეგმონ მოგზაურობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში Google-ს სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360-გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ. გადაღებები ერთ წელიწადს გაგრძელდება და 15 ათას კილომეტრს დაფარავს.
გადაღებები იგეგმება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვ. ძირითადი ფოკუსირება იქნება გზებსა და მაგისტრალებზე.
Street View-ს გამოსახულებები მოიცავს მხოლოდ საჯარო საკუთრებას, ასევე კერძო ტერიტორიებს, რომელთა ფოტოგრაფირების ნებართვაც არსებობს.
გარდა ამისა, Google-ი უზრუნველყოფს მარტივად გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს, რათა ადამიანებმა მოითხოვონ თავიანთი სახლის, მანქანის ან საკუთარი თავის დაფარვა და მონიშნონ მათთვის შეუსაბამო/მიუღებელი გამოსახულებები განხილვისა და წაშლისთვის.