საქართველოს კიდევ ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩები ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2025
გამოწერა
ელჩები თავიანთი მოვალეობის შესრულებას დანიშვნის ადგილზე ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების ხელმძღვანელებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგებიან.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინის სამთავროში, ასევე კუბაში ახალი ელჩების დანიშვნის შესახებ განაცხადა.
ელჩები თავიანთი მოვალეობის შესრულებას დანიშვნის ადგილზე ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების ხელმძღვანელებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგებიან.
თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ კალანდია დაინიშნა. 2005 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2018-2023 წლებში ეკავა ჩინეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტი. კალანდიას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური წოდება.
შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შვეიცარიასა და ლიხტენშტეინის სამთავროში. აქვს სასამართლო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება.
გრიგოლ ბარამიძე კუბაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. მას ეკავა სომხეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტი. ბარამიძეს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
21 მარტს საგარეო უწყებამ განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთისა და ბელარუსის რესპუბლიკებში, ასევე გაეროს ჟენევის ოფისში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ახალი ელჩების დანიშვნის შესახებ.
დღეს ვაკანტურია აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტი. იმავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატი უკვე შერჩეულია და თანამდებობაზე დანიშვნა დროის საკითხია.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
ყველა ახალი ამბავი
0